"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზაციისგან" - გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მანანა ელეფტეროვას კომენტარს ასაჯაროებს, სადაც მედიკოსი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს.
როგორც გლდანის ციხის N18-ე სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია არის სიცრუე.
იგი ასევე, კოლეგა მედიკოსებს მიმართავს თხოვნით, რომ თავი შეიკავონ სიტუაციის დრამატიზაციისგან.
"მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი.
მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.
ასევე, როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს მოგმართავთ თხოვნით - თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზაციისგან პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მედიკოსმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 "ერთი ასანთის გაკვრა და მოგებული აქედან ვეღარავინ გამოვა" - ნათია ფანჯიკიძე
🔲 "გადავწყვიტე ხვალ წამოვიდე საქართველოში, ვიწყებ შიმშილობას, ხელოვანებო შემომიერთდით" - პაატა ბურჭულაძე
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...
1740978318
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...
1740948853
საზოგადოებასაქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება
საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, ის ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დასვენების დღეა. 3 მარტს დედის დღის აღნიშვნის ინიციატივა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს...