"არ იფიქროთ, ხვალ რომ გამოვიდეს ეკლესია და თქვას, - აბა ახლა რიგში ჩავდგეთ და ავიცრათო, რომ წავლენ და აიცრებიან" - ანდრია ჯაღმაიძე

"ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ მოვთხოვთ ეკლესიას, ვერ მოვთხოვთ, რომ ვიღაცას აცრა დააძალოს", - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
"რას ვთხოვთ ეკლესიას? - ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ მოვთხოვთ ეკლესიას, ვერ მოვთხოვთ, რომ ვიღაცას აცრა დააძალოს.
ვხედავთ, რომ ეკლესიაში განსხვავებული მოსაზრებებია.
არიან მოძღვრები, რომლებიც მკაფიოდ მოუწოდებენ ადამიანებს აცრისაკენ და პირიქით, ზოგის ლოგიკა და ანალიზი სხვა მონაცემებს ეყრდნობა.
ეკლესიას ასეთ საკითხებზე, იმპერატიული ან თუნდაც შიდა ბრძანების გაცემის პრაქტიკა არ აქვს.
არ იფიქროთ, ხვალ რომ გამოვიდეს ეკლესია და თქვას, - აბა ახლა რიგში ჩავდგეთ და ავიცრათო, რომ წავლენ და აიცრებიან.
ინფორმაციული ველი ძალიან ჭრელია, ამ ვაქცინის შესახებაც ინფორმაცია ძალიან ხშირად იცვლება და ზოგჯერ ერთმანეთსაც ეწინააღმდეგება გამაფრთხილებელი რიგი ნორმები.
ამიტომ, არის სკეპტიციზმი და ხალხი საპირისპიროდაც ფიქრობს.
ეკლესია არავის აუკრძალავს ზიარებას იმის გამო რომ აცრილია, ან პირბადის ტარების გამო რაღაც შენიშვნას მისცემს,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
სხვა სიახლეები:
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...