მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე: ეს არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ამ პატიმრის ბედი, ჩვენი სამშობლოს ბედს უკავშირდება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ არის "ჩვეულებრივი" პატიმარი და ამაზე მეტყველებს საერთაშორისო გამოხმაურებებიც.

როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, ახლა საყოველთაო შერიგება შეუძლებელია, რადგან ქვეყანაში ღირებულებათა შეუთანხმებლობაა.

"ეს არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ამ პატიმრის ბედი, გარკვეულწილად, უკავშირდება სახელმწიფოსი და ჩვენი სამშობლოს განვითარების ბედს.

თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ ისეთი ზღვარი გავავლოთ პირადულ წყენასა და ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას

თქვეს საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უცნაურია, რადგან შერიგება, რომ მოხდეს ერთი პრობლემა – არსებობს ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს და ჩვენ ღირებულებათა შეუთანხმებლობა გვაქვს საზოგადოებაში.

ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ; თუ რაღაცაში მაინც, ღირებულებით ნაწილში შევთანხმდებოდით, მერე შეიძლება უკვე საუბარი დანარჩენზე. არსებობს იერარქია ღირებულებათა და სხვათა შორის, კათოლიკოს-პატრიარქმა ეს თქვა დიდი ხნის წინ – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

ეს არის ერთგვარი იერარქია ღირებულებათა სისტემაში.

ღმერთის რწმენა უდიდესი რამ არის, მორწმუნე ადამიანისთვის მით უმეტეს.

სამშობლო უპირატესი მცნება და მოვლენაა ცხოვრებაში. ადამიანი, რომელიც არის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, ღვთისა და სამყაროსი.

აქედან გამომდინარე, ადამიანზე რომ რამე ვთქვათ, ან მოგვწონს, ან არ მოგვწონს, ეს იქნება ჩვენი პირადი სუბიექტური აზრი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, კაცი ხედავს სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა.

ხშირად დავურიგებივართ პატრიარქს და მეც ვარიგებ ხოლმე, როცა ხელს დავასხამ სასულიერო პირად როცა აღვკვეცავ. ვეუბნები, რომ „გახსოვდეს, შენ ხარ დედა და არა მოსამართლე, შენ ხარ მამა და არა მოსამართლე“.

ჩვენი მხრიდან სწორედ ეს დამოკიდებულება არის ნებისმიერი პატიმრის მიმართ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღირებულებათა სისტემაში ღმერთის შემდგომ სამშობლო და რამდენადაც გითხარით, ეს არ არის ჩვეულებრივი პატიმარი.

ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოსა და ქვეყნის განვითარების ბედს და თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ, როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას თუნდაც პირადულ ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას. პატრიარქმა ერთი დიდი დავალება მომცა, დღესაც მაკურთხა – სადაც მიხვალ, ეცადე სიყვარული მიიტანოო", – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, დასაფიქრებელია, როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის შიმშილობის შედეგები.

"ნამდვილად არ მაქვს სურვილი ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი.

არის შემთხვევები, როდესაც შიმშილობა კი არა, თვითმკვლელობაც ადამიანს პირიქით, ეთვლება არა თვითმკვლელობად.

არის განსაკუთრებული შემთხვევები და პოლიტიკოსებთან მიმართებაში, ჩვენ ვერ განვსჯით ახლა ამ თემას, რადგან ეს პოლიტიკოსისთვის არის ინსტრუმენტი.

მისი არჩევანია",- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა სააკაშვილის საპატიმროში მონახულების შემდეგ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 29-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

📌"დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს"- მიხეილ სააკააშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741767337

ახალი ამბები

თბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით,...

თბილისის მერია

1741765886

ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

1741764667

ახალი ამბები

ცოლზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, პატრულ-ინსპექტორი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

ააა

1741763589

ახალი ამბები

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული დანაშაულისთვის მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ ასევ...

პოლიტიკოსები

1741761857

ახალი ამბები

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა - „თბილისის ენერჯი“

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აბონენტებისთვის გაზის მიწოდება დღის განმავლო...

გაზი