"არ ვართ ჩვენ თავმოყვარე საზოგადოება, როცა ჯერ კიდევ ბედავს ვიღაც ასეთს და ალბათ, რამდენ დაუფიქსირებელ "ასეთს" - ლაშა ზარგინავა შშმ პირის ცემის ფაქტზე

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლაშა ზარგინავა იმ ვიდეოს ეხმაურება, სადაც პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტია ასახული.

"იმ საშინელ ვიდეოს შეგნებულად არ ვაზიარებ, რადგან არ მინდა ჩემმა შვილმა, რომელიც ფბ მეგობრებში მყავს, ნახოს, რამდენად სასტიკ საზოგადოებაში უწევს ცხოვრება და რამდენად დაუცველია.

ერთს ვიტყვი მხოლოდ, არ ვართ ჩვენ თავმოყვარე საზოგადოება, საერთოდაც, ვართ თუ არა საზოგადოება, ეგეც საკითხავია, როცა ჯერ კიდევ ბედავს ვიღაც ასეთს და ალბათ, რამდენ დაუფიქსირებელ "ასეთს", - წერს ზარგინავა.

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

მოგვიანებით მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.

ამავე თემაზე:

🔳 გიორგი მშვენიერაძე: ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დასჯილი პოლიციელები ძალიან ცოტანი არიან, ხოლო უკანონო ბრძანების შეუსრულებლობის გამო - ბევრს

🔳 შსს: ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო (ვიდეო)

🔳 "თქვენ არც ყური გაქვთ, არც გონი და არც გული.. და საერთოდ არც ადამიანი ხართ!" - გიორგი თარგამაძე პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტზე

🔳 „სისტემა, შსს, კანონი და დავალება სჭირდება იმას ასეთი არაკაცი რომ არ იყო რასაც ახლა ეკრანზე ვუყურებთ?“ - თინა ხიდაშელი პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტზე

🔳 "პოლიციელი უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს" - ხატია დეკანოიძე მოქალაქის ცემის ფაქტზე

🔳 "განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციელის გვერდით მდგომი კოლეგის გულგრილობა, ვფიქრობ ეს ამ პოლიციელისთვის პირველი შემთხვევა არ იყო" - ნიკა სიმონიშვილი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი