"პოლიციელი უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს" - ხატია დეკანოიძე მოქალაქის ცემის ფაქტზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე იმ ვიდეოს ეხმაურება, სადაც პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტია ასახული.

"ძალიან რთულია, რომ ემოციების გარეშე ვისაუბროთ იმ შოკის მომგვრელ კადრებზე, რომელიც გავიდა ძალიან ბევრი საინფორმაციო საშუალებებს მეშვეობით.

მხედველობაში მაქვს პოლიციელის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა შშმ პირის მიმართ და რეალურად ამ ადამიანის სისასტიკე, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს...

ყველაზე უფრო რთული, შოკის მომგვრელი არის ზუსტად სისტემის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

მოგვიანებით მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.

ამავე თემაზე:

🔳 შსს: ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო (ვიდეო)

🔳 "განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციელის გვერდით მდგომი კოლეგის გულგრილობა, ვფიქრობ ეს ამ პოლიციელისთვის პირველი შემთხვევა არ იყო" - ნიკა სიმონიშვილი

🔳  „სისტემა, შსს, კანონი და დავალება სჭირდება იმას ასეთი არაკაცი რომ არ იყო რასაც ახლა ეკრანზე ვუყურებთ?“ - თინა ხიდაშელი პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტზე  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736609208

ახალი ამბები

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე...

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული

1736607620

საინტერესო ამბები

„მავნებელი პრეზიდენტყოფილი ქალის დახვედრა ზუგდიდში, სხვანაირად ჩვენ, სამეგრელოში არ ვხვდებით“ - გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეგიონულ ტურნეს ეხმიანება, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყო. გამსახურდია აქციაზე შეკრებილი ხალხის მცირერიცხოვნობაზე ამახვილებს ყურადღებას...

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილი

1736605680

სოციალური მედია

„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლ...

ვასილ მაღლაფერიძე

1736602609

ახალი ამბები

„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი

„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“,...

სალომე ზურაბიშვილი

1736599831

ახალი ამბები

სოხუმში სამი ადამიანი მოკლეს

11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მსროლელი მიიმალ...

სოხუმი