არასდროს შეცდე და არასდროს თქვა, ,,ნეტავ რა დამებედება”… - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი, სოციალური ქსელში, ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც რწმენასა და ურთიერთობებს შეეხება.

"ცხოვრება ის არ არის, რასაც ყოველდღიურობა გთავაზობს, არამედ ის, რასაც თავად ქმნი…

ყოველი წამიდან ის უნდა შექმნა, რაც გჭირდება, რაც გსურს გქონდეს და რასაც ისურვებდი… თავისით არაფერი ხდება, ყველა მცირედის უკან, უდიდესი შრომა და თავდადება დგას…

ქმნი ყოველ დღეს და მასთან ერთად ქმნი საკუთარ თავსაც… აკვირდები შენს ყველა ნაბიჯს და ცდილობ არაფერი გამოგეპაროს…

რაც დრო გადის, უფრო მეტად ხვდები, რომ ყოველი მარცხი ნაკლებად არის სხვისი სიძლიერის ბრალი, ეს შენი სისუსტის გამო ხდება და საბოლოოდ იმასაც აცნობიერებ, რომ მარცხი არც არსებობს… არსებობს მხოლოდ გამოცდილება და ჭკუის სწავლება… კი, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიხარ და ვერც გესმის, როცა ვიღაცები წარმატებას გისურვებენ, რა იგულისხმება ამ სიტყვებში… რადგან შენ უკვე შენს თავთან გამარჯვებული რჩები და ამაზე დიდი წარმატება არ არსებობს… სიხარული მოაქვს საკუთარ თავთან ბრძოლას, რომელიც შენი გამარჯვებით მთავრდება… ამ სიხარულზე უფრო დიდი წარმატება შეუძლებელია სადმე გეგულებოდეს, ამიტომ მასების მიერ გულით ან ხშირად უგულოდ ნასურვილები წარმატება სასაცილოდ და ძალიან უმნიშვნელოდ გეჩვენება…

ცხოვრება იმასაც გაჩვენებს, რომ უცხოს შეიძლება შურდეს შენი, მაგრამ ვითომ მეგობრები შენი სიხარულის გამო ქრონიკულად დაავადდეს… მათ ნაცვლად შენ გერიდება და შენ წუხდები, თორემ დიდად არაფერი გაკლდება, გარდა ყალბი ადამიანებისა, რომელსაც უსიტყვოდ და ვითომ უმიზეზოდ უშვებ შენი ცხოვრებიდან ჩქაროსნულით…

ისიც აღმოაჩინე, რომ ბედი არ არსებობს… თავად ქმნი ბედს და თავად ხარ შენი მომავლის ერთადერთი მესაჭე… მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რომელი მიმართულებით გადაუხვევ და მხოლოდ შენ აგებ პასუხს შენს ცხოვრებაზე…

ერთხელ იბადები და იმ ერთხელ არავის უნდა მისცე უფლება მიმართულებები დაგიხაზონ და მარიონეტად გაქციონ… არა, თავად უნდა განსაჯო, რა გსურს, როდის და რამდენი გსურს…

წინასწარ არ არის განსაზღვრული შენი ნაბიჯები, მისი გადადგმის თავისუფლება შენ უპირობოდ გებოძა… ამიტომ არასდროს შეცდე და არასდროს თქვა, ,,ნეტავ რა დამებედება”…

ს ა ს ა ც ი ლ ო ა !.."-წერს, პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵დიდთოვლობის გამო, ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა

🔵საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი საკუთარი ცოლის და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (ვიდეო)

🔵ასე გრძელდება იანვრის ორამდე, მერე იწყება ქართული ხალხური "მონებო!"... "პირიქით მონებო!"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი

1740810738

მსოფლიო

„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...

ტრამპი და ზელენსკი

1740809203

ახალი ამბები

„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...

პოლიტიკოსი

1740774385

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა

 თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...

კონსტანტინე ზარნაძე

1740773270

მსოფლიო

მარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...

მარკო რუბიო