ასე გრძელდება იანვრის ორამდე, მერე იწყება ქართული ხალხური "მონებო!"... "პირიქით მონებო!"

იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე საინტერესო წერილს ავრცელებს.
იწყება 30 დეკემბრიდან:
"დამდეგს გილოცავთ!"
"მრავალ ახალ წელს!"
"ყველანი მიყვარხართ!"
"მიუხედავად მიკუთვნებულობისა, ყველას გილოცავთ!"
"ერთი სამშობლის შვილები ვართ!"
"სამშობლო გვიცოცხლოს!"
...
და ამნაირები გრძელდება იანვრის ორამდე.
მერე მთავრდება თვითცენზურა და იწყება ქართული ხალხური:
"მონებო!"...
"პირიქით მონებო!"
"არაფერი გეშველებათ!"
"პუტინის მონებო!" (ამას ორივე მხარე იყენებს).
და ამნაირები... და, დგება ყველაფერი თავის ადგილას.
P.S.: ერთი კარგი კაცი იყო, ალექსანდრე. "ტორმუზი" არ ჰქონდა ენაზე. ქათამს რომ დეინახავდა, ისე უგვირისტებდა საქათმეთს, ღირდა მოსმენად.
ვარა, მისი ცოლი, რაფერ არ ცდილობდა გადაეჩვია, მაგრამ უშედეგოდ.
ერთხელ სამსახურში თანამშრომლებს დაულევიათ.
სიტყვა ჩამოვარდნილა ბილწსიტყვაობაზე.
ყველამ აღიარა, რომ ვერაა კაი ჩვევა.
აწი აღარ შევიგინებიო, უთქვამს ერთს.
არც მეო, მეორეს.
ალექსანდრესაც უთქვამს, არც მეო.
დაბრუნდა სახლში. ვარა ვახშამს აკეთებდა.
ეს დამჯდარა ეზოში მანქანის სიდენია ჰქონდა დადგმული. ხმას არ იღებს.
- კაცო, ალექსანდრე, კარქათ ხარ?! - გამოსულა ვარა გარეთ.
- კარქათ ვარ. - დაამშვიდა ცოლი.
ცოტა ხანში ისევ შეუწუხებია ქმრის სიჩუმეს.
ისრვ ჰკითხა, რავა ხარო.
ამან გაუმეორა, კარგად ვაარო.
მესამედ:
- კაცო, ალექსანდრე, არ დამიმალო, ხომ ხარ კარქათ?!
- კარქათ ვარ შენი გამზდელი დედა...!...
- ემასე, შე კაცო, ძლივს არ დავწყნარდი?!... მეგონა, ავად ხვარაა-თქვა...
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 „ერთი ემიგრანტი ქალბატონი ჰყვებოდა“ - ამბავი, რომელიც ძალიან გაგახალისებთ
📌 მიწა როგორ არ უსკდება მათ, ვინც დღე და ღამე სხვის წაქცევაზე ფიქრობს - პეტრე კოლხი
📌 ქართველო, გაბედე კარგად ყოფნა! - სამი ქართველი ქალის მაგალითი
📌 „ჰო და რაღაცნაირად შემრცხვა ჩემი ეგოიზმის, ფეისბუკის მომხმარებელთა სიხარულის გამო“ - არჩილ ნიჟარაძე
1740759132
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე უარი თქვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაშეცდომა უწოდა ევროპელების გადაწყვეტილებას, როდესაც მათ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. ამის შესა...
1740754871
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი - დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის მოერგო
დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო, – ამის შ...
1740754312
ახალი ამბებიმასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა...
1740753431
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი - ჯიმ ო’ბრაიენისგან რაც მოვისმინე, ის იყო, რომ ყველა ელჩს დაევალა, მაქსიმალურად ჩაერთოთ ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკაში და ალბათ არ იყო სწორი, რომ არ იქნა გათვალისწინებული შესაძლო შედეგები
დიპლომატიაში კარტ-ბლანშზე ხელის მოწერას სთხოვენ სუსტებს და დამორჩილებულ ქვეყნებს, არა მეგობრებსა და პარტნიორებს, როგორადაც ჩვენ თავს მოვიაზრებდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1740753346
ახალი ამბებიგურიის რეგიონში 1 200 კუბური მეტრი სათბობი შეშა გაიგზავნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საშეშე რესურსით მოამარაგებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, რეგიონში ჯამში 1 200 კუბური მეტრი ს...