"არავითარი გირაო არ მინდა, პატიმრობა მეკუთვნის და იმიტომო" - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული პროკურატურის მოთხოვნას იზიარებს

"ექსპერტიზა ჩატარდება, ძალიან საეჭვოა მისი ფსიქიკური მდგომარეობა, დათრგუნული იყო დღეს ძალიან, შეშინებული, განიცდის ძალიან მწარედ" - ამის შესახებ ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატმა, მევლუდ ჯანჯღავამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
"პრინციპში აღიარებს, მაგრამ ძირითადად ხვალ დააფიქსირებს პოზიციას, მეც ჩემს სათქმელს სასამართლოზე ვიტყვი. დღეს სიტყვა ძუნწი იყო. აღკვეთის ღონისძიებას ითხოვს პროკურატურა და მოითხოვს ალბათ პატიმრობას და ჩვენც ვეთანხმებით, თვითონ განაცხადა თანხმობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობას, არავითარი გირაო არ მინდაო, მეკუთვნის და იმიტომო. ისიც მინდა გითხრათ, რომ თავად შეატყობინა ამის შესახებ, აზრზე რომ მოვედი, თვითონ მე დავრეკე პოლიციაშიო“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და "ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მიწა როგორ არ უსკდება მათ, ვინც დღე და ღამე სხვის წაქცევაზე ფიქრობს - პეტრე კოლხი
🔵ყველაზე საშიში ადგილები მსოფლიოში - ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...
1740813527
ახალი ამბები„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...