ბექა ვარდოსანიძე დააკავეს - რას ედავება მას გამოძიება

საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ბექა ვარდოსანიძის დაკავებასთან დაკავშირებით!

დღეს ბექა ვარდოსანიძე დაბარებული იყო კოსტავას ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ პოლიციაში შეტანილ საჩივარზე.

საჩივარი ეხებოდა ერთი კვირის წინ, 24 დეკემბერს მარჯანიშვილზე (5 ივლისს დაკავებულების გათავისუფლებაზე) ჩატარებულ აქციაზე, ბექა ვარდოსანიძესა და ჟურნალისტს შორის შემდგარ საუბარს, რომელი საუბარიც ჟურნალისტმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლად შეაფასა…

დღეს პოლიციაში ბექა მივიდა ადვოკატთან თემურ ლომიძესთან და ჩემთან ერთად, სადაც ბექა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა).

დაკავების შემდეგ შევიტყვეთ, რომ გუშინ გამომძიებელ ქალბატონს პოლიციაში დასაბარებლად ბექასთვის დაურეკავს, რაზედაც ბექას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა (ეს შევიტყვეთ პოლიციელებისგან, ამაზე კომენტარს ბექა გააკეთებს, როცა გათავისუფლდება).

ამჟამად ბექა გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში ავჭალაში.

სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესი, მისი ადვოკატი თემურ ლომიძე დროს გვეტყვის და შეგატყობინებთ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ეს ის მუხლია, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს გაამკაცრეს და ვითომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვეტოს დადებას მოვუწოდებდით", - წერს ტომარაძე.

სხვა სიახლეები:

🔳 ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“ - საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა (ვიდეო)

🔳 რამდენიმე საათში "ნიჭიერის" გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც მთავარი პრიზი ბინა გადაეცემა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740773270

მსოფლიო

მარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...

მარკო რუბიო

1740773148

მსოფლიო

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა

 თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვ...

ზოგადი

1740772308

მსოფლიო

ზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...

სსს

1740770674

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...

ილონ მასკი

1740770546

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...

ზოგადი