ბოკერია უსინდისოაო მელიამ... - თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა მელიას პასუხობს

და კიდევ, გულით მინდა, რომ მალე მოვიდეს დრო, როდესაც ნაციონალური მოძრაობის არათანმიმდევრული საქციელის, მესიანიზმის და კვების რაციონის კომენტატორობა აღარ მოგვიწევს, რომ ეთერში ისე ვილაპარაკებ ჩემს ხედვაზე, რომ ლიზა იასკო არ ჩამერთვება შუაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, - წერს ჟურნალ "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
„ბოკერია უსინდისოაო მელიამ...
სიტყვის განმარტებით დავიწყებ: (ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია იმ რეალობაში, სადაც ადამიანების, განსაკუთრებით პოლიტიკოსების დიდი ნაწილისთვის, სიტყვას შინაარსი არ გააჩნია).
სინდისი, ჩემს აღქმაში, არის ღირებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადამიანს ინდივიდუალური გამოცდილების (ოჯახი, აღზრდა, კულტურა) მიხედვით უყალიბდება და პირადი, თუ პროფესიული ცხოვრების განმავლობაში კარნახობს რა არის სწორი და რა არასწორი.
ორი სიტყვით, სინდისი არის ის, რასაც ვერ მოატყუებ - თუ გაქვს.
როდესაც პოლიტიკური მოვლენის შეფასებას გთხოვენ, სინდისიერი საქციელია გულწრფელი პასუხი გასცე და ესა თუ ის მოვლენა, იმ ეროვნული ამოცანის კონტექსტში შეაფასო, რა ამოცანის შესრულებასაც ისახავ.
ეს არა მხოლოდ მორალურად, არამედ პრაგმატულადაც ერთადერთი სწორი საქციელია, განსაკუთრებით ასეთ ნდობის კრიზისში, როდესაც პოლიტიკა ისედაც დისკრედიტირებულია.
ამიტომ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ეზოში დაწყებული მასობრივი შიმშილობის შესახებ გვკითხეს, გიგამაც და მეც ვუპასუხეთ ის, რასაც გულწრფელად ვფიქრობთ - შიმშილობის ეს კონკრეტული აქტი არ ემსახურება ივანიშვილის რეჟიმის მორყევის ამოცანებს და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის შიდა კრიზისის გადავადების ამოცანა აქვს.
ამ დასკვნის გამოტანას განსაკუთრებული გონებრივი მონაცემები არ სჭირდება - ზედაპირზეა ის, რომ სააკაშვილის შახიდი მომხრეები მელიას თავს ესხმიან, უმოქმედობაში ამხელენ, საყვედურობენ რომ „ხალხი დაშალა“. მასობრივი შიმშილობა არის გზა, ლიდერისადმი თავგანწირვის დემონსტრირება მოახდინო. ამ ამოცანას ემსახურება ეს შიმშილობაც.
ეს არის სიმართლე.
ჩვენი სინდისით და მორალური კომპასით ადამიანებს სიმართლე უნდა ელაპარაკო.
მელიასი - არ ვიცი
არც მე და არც გიგა, არ ვთვლით რომ ამომრჩეველი იდიოტია, თავად ვერ ხვდება იმას, რასაც ვამბობთ და ჩვენ რომ ტყუილებით გავბერავთ და ინტელექტუალურ შეურაცხყოფას მივაყენებთ, ბიძინას წინააღმდეგ ბრძოლაში გამოგვყვება. მით უმეტეს ის ამომრჩეველი, ვინც ბოკერიას შეიძლება მისცეს ხმა.
ასე ვთვლი და უსინდისობა ის მგონია, რომ მოგატყუოთ.
უსინდისობა კიდევ ბევრი რაღაც მგონია - ფუყე დაპირებები, არათანმიმდევრულობა, გოთვერნობა... მაგრამ ახლა რომ გავყვე - მელიას დახასიათება გამომივა და არ ვთვლი საჭიროდ მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის შედგენას ამ ეტაპზე.
და კიდევ, გულით მინდა, რომ მალე მოვიდეს დრო, როდესაც ნაციონალური მოძრაობის არათანმიმდევრული საქციელის, მესიანიზმის და კვების რაციონის კომენტატორობა აღარ მოგვიწევს, რომ ეთერში ისე ვილაპარაკებ ჩემს ხედვაზე, რომ ლიზა იასკო არ ჩამერთვება შუაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას ვერ ვცვლით ტელევიზიების პრიორიტეტების გამო (რაც მათი გადასაწყვეტია) - ძალიან შევეცდებით, რომ შევცვალოთ და ჩვენი დღის წესრიგი, მთელ ქვეყანასთან თუ არა, ჩვენს პოტენციურ ამომრჩეველთან მაინც მივიტანოთ - ნაცმოძრაობის და სააკაშვილის გარეშე.“
წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თამარ ჩერგოლეიშილი.
ასევე საინტერესოა:
1740989912
საზოგადოებათავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედროების დედებს დედის დღე მიულოცეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული...
1740988176
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...