„ჩანთა ჩამარტყა, რომელშიც ჩოგნები იდო, შემდეგ ხელი მოაყოლა და სხეულით ზემოდან დამეცა, თმაშიც მწვდა“ - ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ჩვენება

„თმაშიც მწვდა, რამდენიმე მეთოდით ძალადობა იყო. ბარგს რომ ალაგებდა, თან ბრუნდებოდა და თან მირტყამდა. ეს ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ძალიან მეშინოდა“, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
მისი თქმით, კონფლიქტი აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო.
„გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ. როდესაც თვითონ ამ ჩანთის აღება უჭირს, თან მეუბნება ,“შე ნაბიჭვაროო“, შემდეგ მირტყამს და სხეულით მეცემა“, - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.
ვიდეოჩანაწერში ისმის ნეკა დოროყაშვილის ხმაც, რომელიც მის მეუღლეს მიმართავს.
„გამაგებინე, რატომ მირტყამ. გაეთრიე თუ არ გინდა, მომშორდი საერთოდ, რაში მჭირდები. გული გამისკდა ნერვიულობით, საერთოდ რა ღირსი ხარ ცრემლებს ვღვრიდე“, - მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს ვიდეოჩანაწერში, რომელიც მისი თქმით 2018 წლითაა დათარიღებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდება
🔵 სინოპტიკოსები დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმას ვარაუდოებენ
1745067253
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო
დიდი შაბათის ცისკრის მსახურება შეასრულა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „იმით ვარ ბედნიერი, რომ ძველი აღთ...
1745064932
ახალი ამბებიაღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. „19 აპრილის 23:00...
1745063057
ახალი ამბებიიერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობ...
1745062253
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...
1745061592
საზოგადოებააფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალ...