"ჩემს მიერ არჩეული მთავრობები, ყოველთვის, სულ მუდამ ფეხებზე მიკიდებდნენ და ნაგვის საყრელზე მიშვებდნენ, ჰოდა ნაგვის ბუნკერში გელოდებით ყველას" - ალეკო შუღლაძე

„საბას“ მფლობელი მწერალი, „გადამალვის“ ავტორი, ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში საქართველოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე წერს:
"ჩემი საყვარელი მწერალი საკუთარ თავზე საუბრით, ყველას სათქმელს ამბობს
მსხლის საყიდლად შევედი.
დიახ, მსხალი მომინდა, ვიფიქრე, თან ჩემებს წავუღებ-მეთქი. კიბორჩხალების საყიდლად ვერ შევიდოდი, როგორც მოგეხსენებათ, ვეგეტარიანელი ვარ.
ერთი ჯიშის სამი ზომის მსხალი იდო: 1,5 ლარიანი, 3 ლარიანი და 5 ლარიანი.
1,5 ლარიანი დამპალი იყო. 3 ლარიანს არა უშავდა, მაგრამ 3 ლარიანის ყიდვას თუ დავაპირებდი, ბარემ 5-იანს ვიყიდდი. ადრე უეჭველი 3-იანს ვიყიდდი, ხვდებით ჰო, რა ტიპიც ვარ. მაგრამ არა დღეს.
1,5-იანი დამპალი იყო. ამიტომ იქით აღარ ვიყურებოდი... ან 3-იანი რჩებოდა ან 5-იანი. ხუთიანები ძალიან დიდები იყვნენ, საოცრად დიდები, გემრიელები. ხელი დავადე, გადავუსვი, მოვეფერე... ოჰ, რა ბუთქუნები იყვნენ, წვნიანები, მძიმეები...
3-იანები შედარებით პატარები იყვნენ: არც აქეთ, არც იქით. 3-იანის ყიდვას თუ გადავწყვეტდი, ბარემ 5-იანი სჯობდა ღმერთმანი.
5-იანს ისევ გადავუსვი ხელი, ყუნწიდან წამოვწიე, გამყიდველისკენ მზერა გავაპარე, ამდენი მოფერება საეჭვოდ არ მოსჩვენებოდა, მაგრამ გამყიდველი გართული იყო, ვიღაც უნამუსოს 17 ლარიან პლასტმასის მარწყვს უწონიდა, ცელოფანში უკვე 3 კილომდე ეყარა...
1,5 ლარიანისკენ გავიხედე, მაგრამ ის ხომ დამპალი იყო... იქნებ ვცდებოდი და არ იყო დამპალი? ახლოს მივიწიე და 1,5 ლარიანსაც გადავუსვი თითი, ეგრევე კანი აძვრა, უფრო დავაწექი, სიდამპლის ხარისხი მაინტერესებდა, - მივხვდი, ასატანი სიდამპლე ჰქონდა. 1,5-იანს 3-იანი სჯობდა, მაგრამ თუ 3 ლარიანს გადავწყვეტდი, ისევ 5-იანი აჯობებდა. იქნებ 1,5 ლარიანი მეყიდა.
1,5 ლარიანს ასატანი სიდამპლე ჰქონდა, კანს მოაშორებდი, ოდნავ მოაფხეკდი და მზად იყო. 3 კილოგრამს ვიყიდდი, სანამ ბოლომდე დალპებოდა შეჭმას მოვასწრებდით.
5-იანები კი ძალიან დიდები იყვნენ, საოცრად დიდები, გემრიელები. ხელი დავადე, ისევ გადავუსვი, მოვეფერე... ოჰ, რა ბუთქუნები იყვნენ, წვნიანები, მძიმეები...
1,5-იანს კი ასატანი სიდამპლე ჰქონდა.
ან 1,5-იანი ასატანი სიდამპლით და ბევრი, ან 5-იანი საღი, წვნიანი, მაგრამ - ძალიან ცოტა.
უცბად ჭერში ჩამოკიდულ ტელევიზორში პრემიერ-მინისტრი გამოჩნდა, გაყვიროდა საოცარი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი გვაქვსო...
თბილისი-ჯეიჰანის დედაც ვატირე-მეთქი, წამოვიყვირე, გამახსენდა, ერთ დროს ვგულშემატკივრობდი ამ მაგისტრალს, მას მერე მინდა სულ შევაგინო და აი, აქ ამოხეთქა...
პრემიერ-მინისტრი არ ცხრებოდა და ტელევიზორიდან დამცინოდა მე, რომელიც 18 წლიდან ვმუშაობ, უარს არ ვამბობ არანაირ სამუშაოზე და 2021 წელს ვერ ვყიდულობ მსხალს! ყმუილი!
1,5 -იანი დამპალი, 5-იანი საღი, 3-იანი არც აქეთ, არც იქით... არ გეგონოთ, საბჭოთა სატირიკოსს რომან კარცევს სკეტჩს ვპარავდე. მე უბრალოდ იგივე დღეში აღმოვჩნდი.
მე, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე, მე, ნახევარ საუკუნეს გადაცილებული კანონმორჩილი ადამიანი 21-ე საუკუნეში ვერ ვყიდულობ მსხალს! მე ნაგვის საყრელზე მიშვებენ.
ჩემს მიერ არჩეული მთავრობები, ყოველთვის, სულ მუდამ ფეხებზე მიკიდებდნენ და ნაგვის საყრელზე მიშვებდნენ...
კიდევ რამდენიმე წელი და ნაგვის ურნაში ჩაყუდებულს მიპოვით, ეს გულამაჩუყებელი სტატუსი არ არის, ეს არც მათხოვრობის ნატიფი ფორმაა, ეს ჩემი პიროვნების გაქრობაა.
მე მაქრობენ.
მე ვქრები დიდ ნაგვის ბუნკერში, ამოსვლა მინდა და ვეღარ ამოვდივარ.
ეს ყმუილია! ყმუილი!
ნაგვის ბუნკერში გელოდებით ყველას, აქ უკვე აღარაფრის შეგვრცხვება და აღმოჩნდება, რომ საქართველო ბომჟებს მიაქვთ... ჰა, რას იმალებით, თქვე ამპარტავნებო, თქვე კუდაბზიკებო, არ მოვაწყოთ ბომჟების პარადი?!
5 ლარიან მსხალს ვყიდულობ, 3 ცალი მომდის, არადა სახლში 4 ვართ", - წერს შუღლაძე.
სხვა სიახლეები:
🔲 რაზე ისაუბრეს საქართველოს მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა - შეხვედრის დეტალები
1741067507
ახალი ამბები„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე
„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...
1741065872
მსოფლიოდონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...
1741064913
ახალი ამბები„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი
„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...
1741030218
ახალი ამბებიახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...
1741028211
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...