რაზე ისაუბრეს საქართველოს მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა - შეხვედრის დეტალები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ადასტურებს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა "მთავარი არხთან" აღნიშნა, პოლიტიკურ მემკვიდრესთან არაერთი საკითხი განიხილა, მათ შორის კი იყო სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ინიციატივა ე.წ "ინკლუზიური გარემოს" შექმნაზე.
"შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს.
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის განხილვასაც ეთერში არ ვაპირებ და, ბუნებრივია, მათ შორის იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ და მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც დღეს, მისი თაოსნობით იწყება.
გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდე აგრეთვე საქართველოს მე-3 პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ მომცენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა.
სამწუხაროდ, ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებითაც ყოფილ პრეზიდენტს არანაირი პრივილეგია არ გააჩნია და უფლებები.
იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები მომცემენ შესაძლებლობას, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს", – განაცხადა მარგველაშვილმა.
16 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ამ თემაზე სიახლეები:
🔲 მიხეილ სააკაშვილი: ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, მეც თქვენს რიგებში ვარ
🔲 „წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს“ - გამოხმაურებები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე
🔲 დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული - სალომე ზურაბიშვილი
1741074777
მსოფლიოCNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...
1741073722
მსოფლიოდონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...
1741073286
ახალი ამბებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...
1741071610
მსოფლიოიაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი
იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...
1741070616
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...