„ჩემთან თუ არ ხარ, ჩემი მტერი ხარ, ამაზე მეტი კომუნისტური ლოზუნგი არც გამიგონია და არც ვიცი“ - გია მურღულია ოპოზიციაზე

„ჩემთან თუ არ ხარ, ჩემი მტერი ხარ, ამაზე მეტი კომუნისტური ლოზუნგი არც გამიგონია და არც ვიცი“, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. 

„თუ ვინმეს სურვილი აქვს, თავისი თავი ევროპულ არჩევანთან გააიგივოს, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და კარგად გაიაზროს, ევროპა რას ნიშნავს და რა ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოს უნდა ისეთი ევროპა, რომელიც ამ ღირებულებებს განასახიერებს საუკუნეების განმავლობაში და არა ის წარმოდგენები, რომლებიც ხანდახან ფაქტებს ჩაანაცვლებენ ხოლმე. ჩვენი შეშფოთება, პირველ რიგში, იმან გამოიწვია, რომ ჩვენი არხის ჟურნალისტების მიმართ იყო გამოჩენილი ასეთი ძალადობრივი ამბები. ბუნებრივია, ჩვენ, ყველანი ერთად ვქმნიდით ამ ტექსტს და ვთქვით, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, პირველი არხის ჟურნალისტებს ასე მოექცნენ ან პირველ არხს ასე დაემუქროს ვინმე, ვინც გნებავთ, ის“, – განაცხადა მურღულიამ.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, ცესკო-ს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმა იყო საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი და ამის მომწონებელს საზოგადოებაში თავი საერთოდ არ გამოეყოფა.

„მოდით, დავარქვათ სახელები ამ მოვლენებს და ადამიანებს. ჩვენ ერთი საზოგადოება გვაქვს, ეს ყველაფერი უნდა გადავლახოთ და მივიდეთ რაღაც კონსენსუსამდე, მაგრამ როდესაც შენ ასეთ რამეს აქეზებ და საჯაროდ იწონებ, მით უმეტეს, ვაშაძე რომ მოუწოდებდა, ძალიან კარგი სიმბოლური ქმედებაა, სადაც გამყალბებელს ვნახავთ, მელანი შევასხათ სახეშიო, ეს რა არის?“, – განაცხადა მურღულიამ.

ამასთან, გია მურღულიამ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ხშირად ისმის მოწოდებები ქალაქის პარალიზებისკენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

„პარალიზებას“ ხმარობენ ბოლო დროს ძალიან ინტენსიურად, ქალაქის ყველა წერტილს უნდა მოვედოთ ნელ-ნელა და ყველგან პარალიზებული უნდა იყოს მოძრაობაო. საზოგადოებას პოლიტიკოსი იმისთვის სჭირდება, რომ მან პრობლემები მოაგვაროს და არა იმისთვის, რომ ახალი პრობლემები შექმნას და ადამიანები შეაწუხოს, ხომ? ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება დიალოგით და იმ მექანიზმებით, რაც კულტურულმა კაცობრიობამ შეიმუშავა ამდენი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა გია მურღულიამ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732263487

ახალი ამბები

„ბედნიერებაა შენი შვილობა, ტკბილია შენგან წამოსული სიყვარული და ყოველთვის ვიამაყებ შენი დიდი გარდასახვით…“ – ნატალია ყიფშიძე მამას იუბილეს ულოცავს

მსახიობი გიორგი ყიფშიძე იუბილარია. იგი 47 წლის გახდა. ერთ-ერთი ვინც მას დაბადების დღე მიულოცა, მისი შვილი, ნატალია ყიფშიძეა. ნატალია მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ემოცი...

 ნატალია ყიფშიძე

1732260113

საზოგადოება

„ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა“ - პროკურატურა 19 ნოემბერს აქციაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შ...

მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქცია

1732257243

საზოგადოება

ეკა ამირეჯიბი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „მადლობა სულ ყველაფრისთვის და მაპატიე, როცა კი არ ვყოფილვარ მართალი“

ტელეწამყვანი და მსახიობი ეკა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. მას მამა გარდაეცვალა.  „მამა... რა სხვანაირი გახდა თვითონ ეს სიტყვაც გუშინდლის შემდეგ. მიყვარხარ, გვიყვარხარ და...

ეკა ამირეჯიბი

1732255610

ჰოროსკოპი

„დღეს შეძლებთ თქვენ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოთ“ - 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა  ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“  22 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა.  „დღეს მოგე...

ნინა სუსლოვა

1732251810

საზოგადოება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ქუჩების ნაწილს 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: გლდანის რაიონი ქსელში გადართვ...

შუქი დენი