"დასავლეთმა თუ ეს ფსევდო-პოლიტიკური მანიპულაცია გაუტარა რუსეთს, უკრაინაში მსხვერპლი სერიოზული იქნება" - ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ ფეისბუკში რუსეთ-უკრაინის კრიზისზე წერს:
"დონბასისა და ლუჰანსკის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება რუსეთის მიერ, უფრო რეალურს ხდის პრაქტიკულად უკვე დაკარგულ შანსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ, როცა რუსეთს ახალ საზღვრებში მოაქცევს მსოფლიო საერთაშორისო სასამართლო.
როგორც ჩანს პუტინი ჯერ აღიარებს ამ ორ "რესპუბლიკას" და მერე მათი "თხოვნთ" დაიცავს მათ საზღვრებს "ოკუპანტი" უკრაინელებისაგან.
ამ გზით აღარ გაიმეორებს იმ პოლიტიკურ-სამართლებრივ შეცდომას, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები სამხედრო აგრესიის შემდეგ აღიარა და წინასწარ ამზადებს იურიდიულ ნიადაგს.
შესაბამისად, უკვე გასაგებია, თუ სად წარიმართება ძირითადი ბრძოლები.
ახლა უკვე ჯერი დასავლეთზეა;
აღიარებენ ლუჰანსკ-დონბასის ოკუპაციას "დიდ ომად",
თუ "მცირე შეჭრად";
ან რა ხარისხის ზეწოლას განახორციელებენ რუსეთზე შეჭრის შემთხვევაში და რამდენად დააწვებიან უკრაინას, რომ "მშვიდობის" ხათრით დათმოს.
ცხადია, უკრაინელების მკვეთრი წინააღმდეგობის შემთხვევაში რუსეთი სულ უფრო და უფრო ხშირად დაიწყებს ბირთვული იარაღით მუქარას და შანტაჟს, რაც გააძლიერებს დასავლეთის პოლიტიკურ ზეწოლას უკრაინაზე.
დასავლეთმა თუ ეს ფსევდო-პოლიტიკური მანიპულაცია გაუტარა რუსეთს, რისი დიდი რისკიც არსებობს, მაშინ უკრაინას მძიმე დღეები ელის წინ.
მსხვერპლი სერიოზული იქნება.
თუმცა, საბოლოოდ რუსეთს მაინც არა აქვს მომავალი ამ სახით და მისი შემდგომი დიქტატორი ბევრად უფრო ფრთხილად იქნება შერჩეული თავად რუსების მიერ", - წერს ზურაბ გურული.
სხვა სიახლეები:
🔵 „მიშა, მალე გამოდი!“ - თათია შარანგია მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...
1741096008
მსოფლიო„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news
ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...