"განცხადება, რომ რუსეთი კიევს დაარტყამს სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, არის აბსურდი" - ზურაბ გურული რუსეთ-უკრაინის კრიზისზე

აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ ფეისბუკში რუსეთ-უკრაინის კრიზისზე წერს:
"ამერიკამ სამხედრო მოქმედება რომ დაიწყოს სადმე, თეთრი სახლიდან მინიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი უნდა ჩაებას პროცესში, კონგრესის და სენატის შესაბამისი კომიტეტების ლიდერების ჩათვლით.
სადაზვერვო ინფორმაციის წინასწარ მოპოვება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.
რამდენი ადამიანი იღებს ომის დაწყების გადაწყვეტილებას რუსეთში?
ერთი, მაქსიმუმ ორი. რამდენად არის ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი ამ შემთხვევაში, თავად განსაჯეთ.
ასეთია ობიექტური მოცემულობა.
შესაბამისად, იმის განცხადება, რომ რუსეთი კიევს დაარტყამს სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, არის აბსურდი.
ვერანაირი სატელიტური მონაცემები თუ მაღალი რანგის საველე მეთაურებისგან გამოჟონილი ინფორმაცია ვერ განსაზღვრავს იმას, თუ რა გეგმა აქვს პუტინს.
ჯარების დისლოკაციებით ჟონგლიორობა, საზღვრებთან “მილიმეტრებში” ტექნიკის მიწევა, საბრძოლო განგაშები თუ რაკეტების დამიზნებები ის მონაცემებია, რომლებსაც მთელი მსოფლიო ერთნაირად ხედავს.
ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ტოტალურად შეცვლიდა სიტუაციას, იქნებოდა დადასტურება პუტინის ტერმინალური მდგომარეობისა, რაიმე დაავადების გამო.
მაგრამ ეს ინფორმაცია რომ არსებობდეს, მაშინ მისი დაუყოვნებლივი გამჟღავნება უნდა დაწყებულიყო, რათა თავად რუსებს სცოდნოდათ, რომ მათი “ფარაონი” ყველას ანტურაჟად უპირებს წაყვანას საიქიოში და დროზე მიეხედათ.
პუტინმა თავისი მანევრებით კოლოსალური ინფორმაცია მიიღო;
ინფორმაცია, რომელიც ამ უზარმაზარ ლოჯისტიკურ დანახარჯებზე ბევრად უფრო ძვირი ღირს.
ეს არის ე.წ. დაზვერვა ბრძოლით.
თანაც დაზვერვა არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ პოლიტიკურ ველზეც. მან უკვე დაანახა მსოფლიოს დასავლეთის ტოტალური იმპოტენცია.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებების მიხედვით პოტენციური სამხედრო დანაშაული მზადდება 3 მილიონიანი ქალაქის საარტილერიო ცეცხლით განადგურების სახით;
მზადება პრაქტიკულად დასრულებულია, ბოლო ფაზაშია და ამ ფონზე არცერთი ქმედითი პრევენციული მოქმედება არ განუხორციელებია დასავლეთს;
უბრალოდ, ფინანსური სანქციაც კი არ დაუწესებია აგრესორისათვის.
ისიც კი არ უთქვამთ, რომ ე.წ. თავისუფალი სამყარო არ და ვერ დაუშვებს 3 მილიონიანი მშვიდობიანი ქალაქის ცეცხლით განადგურებას და რომ აგრესიის დაწყების შემთხვევაში კიევის ცა მთლიანად გადაფარული იქნება დასავლური ავიაციითა და ანტისარაკეტო სისტემებით.
მსოფლიო პირდაღებული უყურებს პათოლოგი შანტაჟისტის სადისტურ თამაშს და მხოლოდ ვიშვიშებს.
შესანიშნავი მაგალითია ირანისათვის, ყველა ჯურის ტერორისტისათვის.
ომი პრაქტიკულად უკვე დასრულებულია.
ბევრად უფრო გამანადგურებელი ფსიქოლოგიური ომი, ვიდრე ეს რაკეტების სროლით მოხდებოდა.
ხვალინდელი მსოფლიო ბევრად უფრო საშიში გახდა.
უკვე გახდა", - წერს გურული.
სხვა სიახლეები:
🔵 დონბასელი სეპარატისტების მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...