"ძალიან ბევრი დისკრიმინაციული ტერმინი და გამონათქვამი მოვისმინეთ შშმ პირთა მიმართ, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რაც საჭიროებს ჩვენი მხრიდან რეაგირებას" - რა ინფორმაციას აქვეყნებს რატი იონათამიშვილი

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი საზოგადოების თუ მედიის მიერ ბოლო დროს შშმ პირების მიმართ გამოთქმულ დისკრიმინაციულ ტერმინებს ეხმაურება და განმარტავს, როდის, რომელი ტერმინი უნდა იქნეს გამოყენებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხზე საუბრისას.

"🔻🔻🔻 მოკლედ, ძალიან ბევრი დისკრიმინაციული ტერმინი და გამონათქვამი მოვისმინეთ შშმ პირთა მიმართ, ამ ორი დღის მანძილზე, რაც არასდროს უნდა ვქთვათ და გავიმეოროთ:

❌ სმენის არმქონე ადამიანზე - “არ შეეძლო სრულფასოვანი კომუნიკაცია”; 

მას შეუძლია სრულფასოვანი კომუნიკაცია, რადგან ჟესტური ენა მისთვის სამეტყველო ენაა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ეს ენა და რახან ჩვენ არ ვიცით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია კომუნიკაცია და მითუმეტეს, სრულფასოვანი კომუნიკაცია.

❌ “არ შეუძლია საუბარი”;

✅ ინგლისურენოვან ადამიანზე, ვინც ქართული არ იცის, ხომ არ ვიტყვით იგივეს? სმენის არმქონე ადამიანები ჟესტური ენით ცნობენ, არათუ ვინ რა ეროვნების არის, არამედ რომელ დიალექტზე საუბრობს. 

❌ “შშმ პირი და ნორმალური ადამიანები”; 

✅ ეს საერთოდ ყველაზე შეურეცხმყოფელი დეფინიციაა. სხვათაშორის, ეს თქვა შშმ პირთა მიმართ სიძულვილით ცნობილმა “ემპათიის” ხელმძღვანელმა და ჟურნალისტიც დაეთანხმა - დეფინიცია არ შეუსწორა….

სინამდვილეში ვამბობთ: “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტიპიური განვითარების მქონე…”

❌ “ყრუ-მუნჯი”

უნდა ვთქვათ - ყრუ, ან - სმენის არმქონე, ან სმენადაქვეითებული ადამიანი/პირი. ის, რომ პირს ბგერები არ ესმის, არ ნიშნავს, რომ ის მუნჯია და ვერ მეტყველებს. ძალიან კარგადაც მეტყველებს და ყველაფრის გადმოცემაც შეუძლია!

❌ განსაკუთრებული საჭიროების პირი;

✅ იყო შშმ პირი, არ ნიშნავს რომ ხარ განსაკუთრებული საჭიროების. ეს არის საგანმანათლებლო ტერმინი, რომელიც ინკლუზიური განათლების ჭრილში გამოიყენება და არამხოლოდ შშმ პირებს აერთიანებს, არამედ ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსაწვლეს. მათ შორის, რთულად აღსაზრდელს, ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეს, ვუნდერკინდს და ა.შ.

❌ უნარშეზღუდული - ეს არის ტერმინი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს სტერეოტიპულ აზროვნებას და სამედიცინო მოდელს;

სწორია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი და არც შშმ პირები ვართ პაციენტები. ყველა უნარი არც ერთ ადამიანს არ აქვს განვითარებული, შესაბამისად, ჩვენ იმაზე კი არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, თუ რა არ შეგვიძლია, არამედ უფლებრივ ჭრილში, ვის რა საჭიროება გვაქვს თანაბარი უფლებებისა და გარემო-პირობებისთვის.

⛔️ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაპროტესტებდი დისკრიმინაციულ და დამამცირებელ ტერმინებს, რომელიც მედია საშუალებებში პილიტიკოსების, ჟურნალისტების, ექსპერტების, თუ სხვა საჯარო აქტორების მხრიდან უხვად მოდიოდა შშმ პირთა მიმართ, განსაკუთრებით, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა აქტუალური.

ყოველივე ეს ახალისებდა და ახალისებს დისკრიმინაციას და  არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რაც საჭიროებს ჩვენი მხრიდან რეაგირებას.

კერძოდ:

❌ დაინვალიდება;
❌ ინვალიდიზაცია;
❌ ინვალიდის ეტლი; 
❌ გახდება ინვალიდი და იქნება უმწეო (???);
❌ “ყრუები და ბრმები ხომ არ ვართ”,
❌ “ბრმები და ყრუები უნდა იყოთ, რომ…”

❎❎ ნებისმიერი, მსგავსი გამონათქვამი, ან ფრაზა, რომელიც საჯაროდ მოვისმინეთ და არ გვქონდა საკმარისი რეაქცია, იყო მორიგი აგური შშმ პირთა მიმართ სიძულვილისა და სტიგმის გაძლიერების პროცესში.

იმედია, ახლა მაინც შევიგრძნობთ ამას, თორემ ერთ წინადადებაში თან ამბობდე რომ იცავ შშმ პირების უფლებებს და თან სიძულვილის ენას უწევდე პროპაგანდას, არის ფარისევლობა.

არანაირი პოლიტიკა.

არის რაღაცაა, რაზედაც ნებისმიერი საჭიროების, ინტერესის და ფასეულობის მქონე ადამიანი უნდა ვთანხმდებოდეთ.

რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არის ევროპა და შეზღუდული შესაძლებლობა დიაგნოზი არ არის!", - წერს რატი იონათამიშვილი.

სხვა სიახლეები:

🔳 COVID-ის შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ეს "ომიკრონია"

🔳 "სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყებს ინფიცირების მაჩვენებელი კლებას" - ვახტანგ კალოიანი ეპიდვითარებაზე

🔳 ზუგდიდის მერსა და მის პირველ მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

🔳 "არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწად-ნახევარია" - პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე

🔳 Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში, ადრესატს შეტყობინება გაეგზავნება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741703454

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები

ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ ოპონირება უნდა იყოს ჯანსაღი და არა აგენტურული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, რომელიც...

ირაკლი კირცხალია

1741702225

საზოგადოება

11-12 მარტს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფ...

გორი

1741701596

საზოგადოება

პაკისტანელმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს, მძღოლი კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უცხოუ...

პაკისტანი

1741700654

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის

ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და რაც მთავარია საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკ...

გიორგი ვოლსკი

1741700538

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: მიუხედავად გაცხადებული ნებისა, ჯერჯერობით ის უსამართლო ნარატივი, რომელიც ჩვენი ქვეყნისადმი გვესმის მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსგან თუ სხვადასხვა ორგანიზაციებისგან ამ ეტაპზე შეცვლილი არ არის

მიუხედავად გაცხადებული ნებისა, ჯერ-ჯერობით ის უსამართლო ნარატივი, რომელიც ჩვენი ქვეყნისადმი გვესმის მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსგან, მათი მთავრობებისგან თუ სხვადასხვა ორგანიზაციებისგან ამ ეტაპზე შე...

 თორნიკე ჭეიშვილი