ზუგდიდის მერსა და მის პირველ მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს მამუკა წოწერიას და ზუგდიდის მერის პირველ მოადგილეს კონსტანტინე კაკავას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ამის შესახებ ინფორმაცია მერმა და მისმა მოადგილემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს.
როგორც აღნიშნული ინფორმაციიდან ირკვევა, მერი და მისი მოადგილე იზოლაციის წესებიდან გამომდინარე მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.
"დამიდასტურდა კოვიდ ინფექცია, ვიყავი ინფიცირებულის კონტაქტი და ამიტომაც გავიტესტე.
სიმპტომები არ მქონია, ვაქცინირებული ვარ, რისი დამსახურებითაც კოვიდინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს.
ყველას მოგიწოდებთ ავიცრათ, პანდემიასთან საბრძოლველად ეს ერთადერთი და ეფექტური გზაა.
გადავდივარ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
ყველას გისურვებთ გამოჯანმრთელებას!",- აღნიშნულია ზუგდიდის მერის მამუკა წოწერიას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა ზუგდიდის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ:
"მეგობრებო, დამიდასტურდა კორონავირუსი!
ამ ინფექციასთან ბრძოლა შესაძლებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებითა და დაცვით - აცრით!
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს
ვარ აცრილი და ვირუსი საკმაოდ მსუბუქ ფორმებში მაქვს!
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას", - წერს კონსტანტინე კაკავა.
გასულ დღე-ღამეში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 26.5%-ია.
სხვა სიახლეები:
🔵 "პირბადე არ გვინდა, დისტანცია არ გვინდა, ვაქცინა არ გვინდა!"- რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე
🔵 COVID-ის შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ეს "ომიკრონია"
1741716990
ახალი ამბები„ღვინის ქარხანაში“ ხანძარია
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი „ღვინის ქარხანაში“ არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე...
1741716195
ახალი ამბებიდეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის
„ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...
1741714831
ახალი ამბებიპროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...
1741713753
სპორტისაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...
1741711441
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...