"ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროში დარჩება" - თამარ გაბუნია

"ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროში დარჩება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
"წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, რათა ყველა ის აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, წლის ბოლომდე შესრულდეს და გარდამავალი პერიოდიც უნდა იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ისე იმ მიმდინარე პროექტების პერსონალისთვის და ზოგადად, მთლიანად სისტემისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას", - განაცხადა მედიასთან თამარ გაბუნიამ.
ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, გუშინ 9 დეკემბერს გადადგა. როგორც მან განაცხადა, საქმიანობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ასევე დაგაინტერესებს:
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...
1740813527
ახალი ამბები„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...