"ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია" - კალაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება 150 ლარია. თბილისის მერის განცხადებით, ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია.
კალაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას ემსახურება.
„გუშინ, ერთ-ერთ ტელეარხზე ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობაა.
კონკრეტული ტელეარხის ჟურნალისტი მიდის ადამიანებთან და ეკითხება, აქვთ თუ არა მათ საშუალება, ერთთვიან აბონემენტში გადაიხადონ 150 ლარი.
მე არ ვიცი, ეს ჟურნალისტის მხრიდან შეცდომა იყო თუ არა, რადგან თქვენ იცით, რომ 150 ლარი ღირს არა ერთთვიანი, არამედ 6-თვიანი აბონემენტი.
ვფიქრობ, ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს საზოგადოებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძემ გადახდის ახალ სისტემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისგან მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ძველი შეღავათიანი ტარიფი კვლავ ძალაში რჩება.
ამავე თემაზე:
🔳 "15 ათასზე მეტი ტრანსპორტის აბონემენტია გაყიდული" - კახა კალაძე
🔳 თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდა
1741553598
მსოფლიოტრამპი: ზელენსკიმ ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი
აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი“. „მან რაც გააკეთა...
1741550966
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთანმ, პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
„ იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფ...
1741550024
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქართულ ოპოზიციას და ბრიუსელის ბიუროკრატებს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ - „დიფ სთეითი“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რა არის „ქართული ოცნების“ გზავნილები. დეპუტატ...
1741548815
ახალი ამბებინინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო
ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი...
1741547534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად და მათზე შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს სახელმწიფოზე
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარი...