ეს წმინდა ნინის ვაზის ჯვარია და 1700 წლისაა, გადმოცემით მას ორი ამბავი უკავშირდება - რა ისტორიას ყვება გოგა ჩანადირი

ეს წმინდა ნინის ვაზის ჯვარია და 1700 წლისაა. გადმოცემით მას ორი ამბავი უკავშირდება - ერთ-ერთის მიხედვით, ჯვარი წმინდანს ღვთისმშობელმა იერუსალიმში საქადაგებლად გადასცა, მეორე კი გვეუბნება, რომ თავად ნინომ შეკრა მცხეთაში, ახლანდელი სამთავროს ტერიტორიაზე ვაზისგან და საკუთარი ნაწნავებისგან.
ჯვარი ძალიან შეუყვარდა მის თანამედროვე მეფე მირიანს, რომელიც საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე გახდა. ხოლო მისი შვილი ბაქარი პირველი მეფე იყო, რომელიც წმინდა ნინოს ჯვრით აკურთხეს.
მირიანის მეუღლე, პირველი ქართველი ქრისტიანი დედოფალი ნანა ამ ჯვრით განკურნა წმინდა ნინომ.
შუშანიკისთვის ეს უმნიშვნელოვანესი სიწმინდე იყო და ხშირად ეთაყვანებოდა.
რამდენიმე საუკუნე ჯვარი სომხეთში იყო და როცა დედაქალაქი ანისი მეფე დავით მეოთხემ სელჩუკებისგან სრულად გაათავისუფლა, საქართველოს დაუბრუნა და სვეტიცხოველში დააბრძანა.
ანისში მდებარე ქართული ტაძრებიდან ერთ-ერთში წმინდა ნინოს ფრესკაა და არ არის გამორიცხული, ბოლოს იქ ყოფილიყო დაბრძანებული.
სპარსელთა გახშირებული შემოტევების დროს ჯვარი გერგეტის სამებაში ინახებოდა. ცოტა ხნით ანანურშიც იყო დაბრძანებული.
მე-17-18 საუკუნეებში ჯვარი მოსკოვში აღმოჩნდა. თუ როგორ, ზუსტად არავინ იცის. ერთი ვარაუდით, 1688 წელს მეფე არჩილმა წაიღო, მეორე ვარაუდის მიხედვით კი მისი ქვეყნიდან გატანა გორისა და სამთავროს მიტროპოლიტ რომანოზს უკავშირდება, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი დისთვის გადაუცია.
მოგვიანებით ნიჟნი-ნოვგოროდის ქართველებთან აღმოჩნდა.
1801 წლის სექტემბერში გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა წმინდა ნინოს ჯვარი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს ტახტზე ასვლის ნიშნად მიართვა. ეს სწორედ ის წელია, როცა რუსეთმა ქართლ-კახეთში გიორგი მე-12-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო მმართველობა გააუქმა.
აქ იმპერატორმა, რომელიც შემდეგ პოლონეთის მეფეც იყო, ინამუსა და რამდენიმე თვეში ჯვარი დარიალის ხეობის გავლით საქართველოს დაუბრუნა.
ქართველობამ სვეტიცხოველში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა, 1802 წლის 9 აპრილიდან, დღემდე, ანუ, უკვე 220 წელია, სიონის ტაძარშია და ყოველ ნინოობას მრევლისთვის გამოაბრძანებენ ხოლმე.
გადატანა-გადმოტანაში ვაზის ჯვარი საკმაოდ დაზიანდა და ფორმა შეიცვალა. სულ რომ არ დაზიანებულიყო, 300 წლის წინათ ვერცხლის პერანგში ჩასვეს და ვერცხლის ყუთში ჩააბრძანეს, რომელზეც წმინდა ნინოს მოღვაწეობის სცენებია გამოსახული.
უამრავი განსაცდელი გამოიარა წმინდა ნინოს ჯვარმა, მაგრამ 1700 წელია, ის მაინც იმ ქვეყანაში დარჩა, რითაც ქართველები ქრისტეს ეზიარნენ.
წმინდა ნინოს ჯვარი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე და მადლია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵შემაშფოთებელია ცნობები "ომიკრონის" გავლენის შესახებ ბავშვებზე - ზაზა წერეთელი
🔵ორჯერ აცრილი ადამიანი კოვიდინფექციის შემდეგ ხელახლა უნდა აიცრას სამჯერ - გიორგი ფხაკაძე
1741890044
საზოგადოებაქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...
1741888293
საზოგადოება2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...
1741887911
საზოგადოებაბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა
სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...
1741887745
სპორტიქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...
1741887016
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო....