შემაშფოთებელია ცნობები "ომიკრონის" გავლენის შესახებ ბავშვებზე - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ევროპელი მეცნიერების მიმართვის შინაარსზე წერს.
"ევროპელი მეცნიერების მიმართვა
SARS-CoV-2 ომიკრონის ვარიანტი სწრაფად ვრცელდება ევროპაში, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია და სადაც ბუსტერ დოზების გაკეთება წარმატებით მიმდინარეობს. ჯანდაცვის პროფესიონალები და მკვლევარები მთელი ევროპიდან, მიმართავენ სახელმწიფოს ლიდერებს და მოუწოდებენ მათ შეთანხმებული ევროპული მოქმედებებისკენ უშუალო საფრთხის მოსაგვარებლად და სწრაფი ქმედებისაკენ
ერთობლივი გეგმების შემუშავების მიზნით, რათა ეფექტურად დაძლიონ სამომავლო შეშფოთების ვარიანტები. მათ ახლა უნდა აჩვენონ, რომ შეუძლიათ ერთად იმუშაონ ისე, როგორც აქამდე ყოველთვის არ აკეთებდნენ.
სასწრაფო მოქმედების აუცილებლობა გამომდინარეობს ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური კვლევებით მიღებული ცოდნით, რომლის მიხედვითაც ჩანს რომ სამწუხაროდ ვაქცინაციის ან ადრეული ვარიანტებით ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებულ ანტისხეულებს აქვთ ომიკრონის განეიტრალების დაბალი უნარი, რაც იწვევს ხშირ ხელახალ ინფექციას. ამ უაღრესად ვაქცინირებულ პოპულაციებში ნაკლები სიკვდილის გამო, ის კვლავ იწვევს ჰოსპიტალიზაციის მაღალ დონეს ბევრ ქვეყანაში, ჯანდაცვის სერვისებზე ზეწოლა დიდია და ეს გამწვავებულია ინფექციებით ჯანდაცვისა და სხვა აუცილებელი სისტემის მუშაკებს შორის.
ასევე არის შემაშფოთებელი ცნობები ომიკრონის გავლენის შესახებ ბავშვებზე, რომლებიც უმეტეს ქვეყნებში მხოლოდ ნაწილობრივ იყვნენ ვაქცინირებული, ისევე როგორც შეშფოთება მისი გრძელვადიანი შედეგების შესახებ, მათ შორის ხანგრძლივი კოვიდის ფაქტებით. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ცნობები სამხრეთ აფრიკიდან, გაძლიერებული მედია ორგანიზაციების მიერ, ვარაუდობდნენ, რომ ომიკრონი იწვევს "რბილ" დაავადებას, მეცნიერების დიდი ნაწილი თვლის რომ ეს არ უნდა იყოს კლასიფიცირებული ამ გზით.
პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ყველასათვის ცხადი უნდა იყოს თუ რა საფრთხეებს მოიცავს დაგვიანებული, არაეფექტური ან არაკოორდინირებული შემარბილებელი ღონისძიებების გატარება. ჩვენ ასევე ვიცით, რომელი სტრატეგიებია ყველაზე ეფექტური. ვაქცინაციასთან ერთად ეს არის კომბინაცია, რომ შემცირდეს სხვებთან შერევა დახურულ სივრცეებში და სადაც ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაშინ კარგი ვენტილაციის და ჰაერის ფილტრაციის გარანტია, ნიღბის ტარება და სათანადო ტესტირების გამოყენება!!!. დაგვიანებისა და უმოქმედობის გამართლება არ არსებობს",-წერს, ზაზა წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ორჯერ აცრილი ადამიანი კოვიდინფექციის შემდეგ ხელახლა უნდა აიცრას სამჯერ - გიორგი ფხაკაძე
🔵ომიკრონი მსუბუქია, მაგრამ შემთხვევათა დიდი რაოდენობის ხარჯზე, მეტი სიკვდილიანობაა - თენგიზ ცერცვაძე
1741898959
საზოგადოებათეატრისა და კინოს უნივერსიტეტი: უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა, - ნათქვამია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრის...
1741896959
სპორტიოსიმენი კვარაცხელიაზე: ვიცოდი, რომ დიდ გუნდში გადავიდოდა, ის საოცარი ადამიანი და ფეხბურთელია
„გალათასარაის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ჯონ ობი მიკელის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც ნიგერიელმა აღნიშნა, იცოდა, რომ ადრე თუ გვიან კვარა დიდ გუნდში გადავიდოდა. „...
1741896315
საზოგადოებაილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს. „ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, უნეტარეს იოანე X-ს თქვენო უნეტარესობავ...
1741896216
სპორტიქართველი მოჭიდავე საბა ჩილაშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე საბა ჩილაშვილი (130 კგ) კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომე...
1741895893
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრები დაამარცხა! ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სპორტსმენების პროფესიონალიზმსა და შეუპოვრობას
გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 28:26 დაამარცხა! - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც იგი აღნიშნავს, ეს მნიშ...