„ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე... ეს საშინელი ამბავი ალბათ არასოდეს დამავიწყდება“ - რას წერს ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი?

ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი, აშშ-ში, რატი გაგნიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ნიუ ორ­ლე­ა­ნის ფრან­გულ კვარ­ტალ­ში, 1-ელ იან­ვარს მომხდარს ეხმაურება, სადაც ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 3 სა­ათ­ზე, სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლი ხალ­ხში შე­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც 15 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 35 და­შავ­და.

„ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა.
სასტუმროში დაბრუნებამდე პიცერიაში შევიარე და ჩემს გვერდზე ორი უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა დაჯდა. იქედან გამომდინარე, რომ ყოველთვის ვგრძნობ ადამიანს გადავწყვიტე მალე დამეტოვებინა ადგილი.

ამ ფიქრში ვიყავი, როდესაც პოლიციელთა ჯგუფი შემოვარდა და დააკავეს. ეს დაკავება არ ჰგავდა ჩვეულებრივს, გადატენილი იარაღებით გაიყვანეს დამნაშავეები.

მეც დაგეგმილ დროზე ადრე დავტოვე პიცერია და გარეთ გავედი. ხალხმრავალ ადგილზე სელფის გადასაღებად გავჩერდი და რამდენიმე წუთში ისევ გავემართე სასტუმროსკენ. ზუსტად 5 წუთის სხვაობით ამ ადგილზე მოხდა ტერორისტული აქტი.

ფეხით მოსიარულეებისთვის გამოყოფილ გზაზე სატვირთო გამიზნულად შემოვარდა და ახალგაზრდებს გადაუარა. 12 ადამიანი გარდაიცვალა და 30-ზე მეტი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმციით სატვირთოში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებები და “ისლამური სახელმწუფოს” აისისის დროშა.

FBI-ს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმაზე გამოძიება "როგორც ტერორისტულ აქტზე" მიმდინარეობს. ამავდროულად, ნიუ ორლეანის მერმა, ლატოია კანტრელმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.
მადლობა ღმერთს მე კარგად ვარ, მაგრამ ეს საშინელი ამბავი ალბათ არასოდეს დამავიწყდება.
ამ ქვეყანაში უსაფრთხოება უნდა გამკაცრდეს ეს ხალხი არ იმსახურებს ასეთ საშინელებას.
ღმერთმა დალოცოს დიდებული ამერიკა!“, - წერს რატი გაგნიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736087661

სოციალური მედია

ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა - რას წერს მსახიობის მეუღლე

2022 წლის, 5 იანვრის დილას, რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე  მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ყველასთვის შოკის მომგვრელი ამბავი იყო. მას 2 შვილი დარჩა. ყველასათვის საყვარელი მსახიობის გა...

მსახიობი

1736085243

საზოგადოება

რუსეთის 2 მოქალაქეს ზუგდიდი-მესტიის გზაზე თავს დაესხნენ

ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტიის გზაზე რუსი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ადგილზე დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ მოქალაქეებზე თავდასხმა ედებათ.  სოფელ ნაკრას ასა...

პოლიციაპოლიცია

1736083147

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიაზე: ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი...

სახელმწიფო მინისტრის აპარატი

1736081650

ჰოროსკოპი

„ომის პლანეტა მარსი ფაზას იცვლის! დადგება ხელსაყრელი მომენტი...“ - რა პროგნოზს აქვეყნებს ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ინფორმაციულ პოსტს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აქვეყნებს, რასაც „დაიჯე...

ასტროლოგი

1736078598

ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის დროს დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 8 თვის იყო - აფხაზური მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 8 თვის იყო, - აღნიშნულის შესახებ „აპსნიპრესს“ ოკუპირებული რეგიონის საგანგებო სიტუაციების „სამინისტროს“ ე.წ. ხ...

ხანძარიხანძარი