„აი, ასეთი ოინები აქვს ამ სამყაროს და მართლა ეშმაკს ჩვენს ირგვლივ... ნაბიჯი და არჩევანის გაკეთება ისევ თქვენზეა!“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი, ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში მატრიცულ თეორიის შესახებ წერს და ამბობს, რომ ჩვენი კოსმოსური არეალი ჩარჩოებისგან შედგება, ფორმა კი კვადრატის ან მართკუთხედის ტიპისაა.

მისი თქმით, ჩვენი ცხოვრება კომპასს ჰგავს, რაციონი კი სავალი ბილიკის მიმართულებას გვიჩვენებს.
ასტროლოგის განმარტებით, მატრიცა ესაა შაბლონი, ანუ არქიტექტურული ნიმუში, რომლის მართვაში, ანუ აწყობაში ან დანგრევაში ჩვენ თავადვე ვიღებთ მონაწილეობას. 

„ისევ მატრიცულ თეორიას უნდა შევეხო. ვფიქრობ, საინტერესო აღმოჩნდება თქვენთვის, კარგი იქნება თუ გაეცნობით:

ხშირად გაიგებთ ხოლმე, რომ სიმართლის მთქმელი ან დადებითად - პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ხალხს არ უყვარსო. დიახ, სწორია, მაგრამ რატომ? რატომ ვერ იღებს სოციუმი ასეთ კატეგორიას? ვეცდები აგიხსნათ.
ჯერ საუბარს დავიწყებ იმით, რომ სამგანზომილებიან სამყაროში ყველაფერი მოცულობითია, რასაც აქვს ფორმა და ზომა. გასული საუკუნის 20-იან წლებში ალბერტ აინშტაინმა ამ თეორიას, კიდევ ერთი და მთავარი, ,,დრო’’ მიამატა, რითაც კაცობრიობამ სამყაროს აბსოლუტურად სხვა თვალით შეხედა.

ჩვენი კოსმოსური არეალიც ჩარჩოებისგან შედგება. ჩარჩოს ფორმა კი კვადრატის ან მართკუთხედის ტიპისაა, ჩვენი ცხოვრებაც ხომ კომპასს ჰგავს, რაციონი სავალი ბილიკის მიმართულებას გვიჩვენებს მუდამ.
მატრიცა ესაა შაბლონი, ანუ არქიტექტურული ნიმუში, რომლის მართვაში, ანუ აწყობაში ან დანგრევაში ჩვენ თავადვე ვიღებთ მონაწილეობას.

მატრიცული ველის კბილანები ადამიანები არიან, რომლებიც ახალ-ახალ იდეოლოგიებს ქმნიან, ხოლო ამ იდეოლოგიაში გარეულია ერთგვარი ცოდნა, სამოქმედო გეგმა და რაც მთავარია - ემოცია.
სამწუხაროდ, ჩვენს სამგანზომილებიან სამყაროში დაცემის დღიდან დუალიზმის კანონი ჩაირთო, რაც ითვალისწინებს არჩევანის გაკეთებას და მსახურებას - კეთილსა და ბოროტს შორის.

თუ ადამიანი დაცემამდე მადლმოსილი იყო, შეეძლო ცხოველებთანაც კი ჰარმონიული ურთიერთობა, იმის შემდეგ იწყება ბრძოლა ნათელ და შავ ძალებს შორის. ჩვენ ამ სამყაროში მარტო არ ვართ, გარს გვახვევია ანგელოზებთან ერთად უამრავი სხვა ენერგია და დემონის სული. ანუ, გამოდის, რომ ადამიანის ნებაა დავიდეს ცხოველის ინსტინქტებამდე თუ კვლავ მიეახლოს შემოქმედს.

ნათქვამია, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვებაო! ცოდვა: ესაა ღვთის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის დარღვევა, აჯანყება. გაუცნობიერებელი და გაცნობიერებული ცოდვის შედეგი, შესაძლოა სხვადასხვა ნაყოფის მომცემიც იყოს.
გონარეული ადამიანები კი ქმნიან სხვადასხვა სექტებს, ორგანიზაციებს, რაც ენერგეტიკული ჯაჭვივით ვრცელდება და მსგავსის მიზიდვით გრძელდება იქამდე, სანამ ამას ვინმე არ დაანგრევს.

ამ მატრიცულ სამყაროში კი, რადგანაც დემონური სული და ენერგია ასე ბობოქრობს, ბუნებრივია, რომ შავი ძალების მთავარი საზრუნავი, რაც შეიძლება მეტი ნეგატიური ინფორმაციის წარმოქმნა და სავალალო შედეგია.
აი, მაგალითად: თუ ადამიანი ნერვიულობს, ის სისტემის შავი ნაწილისთვის კარგს აკეთებს, თუ გამუდმებით ტირის, წუწუნებს, სიცრუეს და არასწორ იდეოლოგიას ქადაგებს. ასეთ ხალხს მატრიცული სისტემის ბოტები ეწოდებათ, რომლებიც იმდენად გაუცნობიერებელ ჭაობში არიან მენტალურად რომ საპირისპირო დაუხვედროთ განუზომლად დიდი აგრესიით გადმოვლენ თქვენზე. ფაქტობრივად, მიმღებლობა საერთოდ არ აქვთ. ამიტომ, ხაზს ვუსვამ, მათი არსებობით სისტემა იკვებება, თავად კი ვერც ვერაფერს ხვდებიან.

ხოლო, ის მიმართულება, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, ანუ აფრქვევს მეტ სიყვარულს, ამბობს, პარალელურად, სიმართლეს და სამაგალითოა, ზუსტად ეს საზოგადოება ხდება საზარბაზნე ხორცი, იმიტომ რომ მტრად აღიქვა მოპირდაპირე მხარემ.

აინშტაინის თეორიას ფილოსოფიურად რომ შევხედოთ გამოდის, რომ ან დროს ფლობს ადამიანი, ან დრო ფლობს ადამიანს.
თქვენ თუ გაეცნობით დიდი წმინდა ბერების ისტორიებს, ბევრ მათგანთან, რომლებიც ცხადშივე ხედავდნენ დაცემულ ანგელოზებს, წმინდა ადგილების ან ტაძრის გარეთ იწყებდნენ გამუდმებულ ლოცვას ან მათი უარყოფის დასადასტურებლად ინერწყვებოდნენ.

ამიტომ, იყო, თავის დროზე, თვით უფლის ჯვარზე გაკვრა და არა მხოლოდ - უფლის, არამედ, ნებისმიერი იმ საერო მოღვაწისა, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ ცურავდა და ახლაც ცურავს.

ასეთ სამყაროში, მსგავსი ხალხი ძალიან დაჩაგრული, ფაქტობრივად, გარიყული და მოშორებულია ძალაუფლებას, თანხას, ყველანაირ მატერიალურს, ამის ფონზე უჭირს კიდეც ნებისმიერს ფეხის მოკიდება და რომ იტყვიან უფლის გარდა ეს ხალხი აქ, მიწაზე არავის სჭირდება, თუ არ ჩავთვლით ოჯახის წევრებს, ცალკეულ დავალებებს და გამონაკლისებს.

ვერც მხოლოდ სიყვარული ივარგებს საქმის და სიმართლის თქმის გარეშე, ისევე, როგორც, პირიქით!
ამიტომ, როცა თქვენ ნათელი ძალების და თვით შემოქმედის, ქრისტეს ღმერთის მსახურების რიგში ჩადგებით, უნდა იცოდეთ რომ უკვე მიზანში ხართ ამოღებული. ხოლო ის ხალხი, ვინც მატრიცული სისტემის ბოტად რჩება, ასეთები ბოტები და + ბიო რობოტები არიან, თუ გსურთ ნახოთ ცოცხლად მოსიარულე მკვდრები, სწორედ მათ უნდა შეხედოთ.

ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ ხოლმე ნათელ და სწორ მხარეს დგომა! რაც მეტია განსაცდელი, მით უფრო დიდი გვირგვინი ელოდება ადამიანს!

ნურც დაიწუწუნებთ, ზედმეტი ტირილი და ვაება, მეტად კვებავს შავ ძალას და სასიცოცხლო ენერგიას გაცლით ორგანიზმიდან! ანუ, გამოდის, რომ თქვენით ნაკვები პარაზიტები იზრდებიან, ითრევენ ცოდვის მორევში სხვებს და პარადიგმა უცვლელი რჩება.

აი, ასეთი ოინები აქვს ამ სამყაროს და მართლა ეშმაკს ჩვენს ირგვლივ. ნაბიჯი და არჩევანის გაკეთება ისევ თქვენზეა! თავისუფალი ადამიანი, რაც მაღლა ვთქვი, ხაზს ვუსვამ - დროს და სივრცეს ფლობს, მონა კი, პირიქით, მას ემორჩილება!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742926252

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის

ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვ...

არჩილ გორდულაძე

1742924150

ახალი ამბები

პაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია

 იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - გან...

სალია

1742922159

ახალი ამბები

პარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმა...

წილოსანი

1742920523

მსოფლიო

ირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო სა...

სეიედ აბას არაგჩი

1742920353

საზოგადოება

ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა

 ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმის მონაცემების თანახმად, ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლატვიამ ჩაანაცვლა გერმანი...

არაყი