(ფოტო, ვიდეო) - ნიუ-იორკში სააკაშვილის სამუდამო პატიმრობის მოთხოვნით, ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

"გასამართლდეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი", "აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა", "დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა", - ამ და სხვა ლოზუნგებით, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია გამართეს.
შეკრებილებმა, ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის რეჟიმი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, მიუხედავად სტატუსისა, ნებისმიერმა ადამიანმა სამართლის წინაშე უნდა აგოს პასუხი.
"ჩვენ აქ ვართ იმ ხალხის სახელით, რომელთაც ხმა არ გააჩნიათ, რადგან ისინი არიან სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი და არიან გარდაცვლილები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ვიღაც უნდა იყოს მათი ხმა! მე გირგვლიანის დედის სახელით ვარ"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ემიგრანტებმა აქციაზე, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს წამების, მკვლელობების ფაქტები გაიხსენეს, რომელიც არ იქნა გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები დასჯილი.
"მე ვარ სულხან მოლაშვილის, ბუტა რობაძიძის, ხმა….ვარ შარაძის, თეთრაძის ხმა საერთო მოსაზრებით, რომ გამოაცხადონ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც კრიმინალური მოძრაობა. ის უნდა აკრძალულიყო, ამიტომ ძალიან გთხოვთ, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა", - აღნიშნა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.
ემიგრანტების თქმით, საქართველოში კანონის უზენაესობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...
1741526054
ახალი ამბებისაქართველოს ხელოვნების სასახლე: კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა
საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი...
1741522889
ახალი ამბებიგია აბაშიძე: NGO-ების აშშ-ში გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ილონ მასკის ახირება არაა, რადგან ულტრამამარცხენე ფლანგიდან დასპონსორებული სტრუქტურები ემსახურებიან მათ პატრონებს და არა საზოგადოების ინტერესებს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის გამოხმაურებას აფასებს, რომელსაც შესანიშნავ იდეად მი...
1741519124
საზოგადოებამეუფე იაკობი: ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე, ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ, ჯობს, ჭკვიანად იყვნენ
„ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე. ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს ჭკვიანად იყვნენ“, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაც...