"გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის წერილს ავრცელებს, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

"მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი, გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და ეს ჟრიამული არ შეწყვეტილა ამ წუთამდე.

ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა: აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე.

შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ისევე, როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი, კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, რადგან რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე.

ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობისა და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით.

ყველა იქცეოდა, როგორც ნამდვილი კრიმინალები.

ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა.

ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით.

მინდა, არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა.

მე ვალდებული ვიყავი, გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში.

კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდათ ხელში და დაღუპვის პირასაა.

მინდა, ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის, არ შეგვეშინდეს ამათი, ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი.

P.S.  მიმართვა ნიკა მელიას – ვიზიარებ და სრულად მხარს ვუჭერ, ნიკა, შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის", – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ გააჟღერა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, მე-40 დღეა შიმშილობს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔴 სახალხო დამცველი: სააკაშვილმა იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ

🔴 ლიზა იასკო: იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს, ის უნდა გადაიყვანონ უკრაინაში!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736523191

მსოფლიო

BBC - ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა

ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანისევაკუაციის ბრძანება გაცემულია. ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, - აღნიშნულის შესახებ BBC-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, ლოს-ანჯელესში ხანძრის...

ხანძარი

1736520887

მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, პუტინთან შეხვედრისას რუსეთიდან გაზის მიწოდების საკითხი განიხილა - Reuters

 სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, განიხილა „გაზპრომთან“ კონტრაქტი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფ...

პუტინი

1736517597

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ

აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „სასაცილოა, რომ ისინი...

ტრამპი

1736516080

მსოფლიო

რუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე, რომელშიც სადაზვერვო დრონები და საბრძოლო მასალები ინახებოდა - უკრაინული მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 10 იანვრის ღამეს, დრონებითა და „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს რუსეთში, როსტოვის ოლქის სოფელ ჩალტირის სიახლოვეს მდებარე საწყობს, რომელშიც საბრძოლო მასალები...

რუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე

1736514667

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8367 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი