"გამაოცა, რადგან დამამცირებელია" - ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სიცრუის გამო სასამართლოში უჩივის

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი გუშინ, 16 სექტემბერს შეიტანა.
ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს, რომელიც ამერიკელ კოლეგებთან ერთად იცავს ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს.
"სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ "ლაზიერის გამბიტის" (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.
სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ცნობების გაჟღერებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც სხვადასხვა ჟურნალისტურ წყაროებში, ასევე საზოგადოებრივ და მათ შორის საჭადრაკო წრეებში", - აღნიშნულია BLB-ის პრესრელიზში.
სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე.
სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია "ლაზიერის გამბიტის" ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან, და მათ შორის 10 დიდოსტატთან.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ დამატებითი შეურაცხყოფაა Netflix-ის მიერ გაფრინდაშვილის, როგორც რუსი მოჭადრაკის წარმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ის არის საქართველოდან, ქვეყნიდან რომელიც დღემდე იბრძვის, რომ გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას და დამორჩილების მცდელობას.
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები სარჩელით ლეგენდარული მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.
ამასთან, გაფრინდაშვილი ითხოვს, შესაბამისი მონაკვეთი სერიიდან ამოიჭრას.
"ემოციურად ჩემზე ბევრი რამ არ მოქმედებს, თუმცა, ამან გამაოცა, რადგან დამამცირებელია", - აღნიშნავს გაფრინდაშვილი The New York Times-თან ინტერვიუში.
ნონა გაფრინდაშვილი ისტორიაში პირველი მოჭადრაკე ქალია, რომელსაც დიდოსტატის (უმაღლესი) წოდება მიენიჭა მამაკაცთა ჭადრაკშიც - 1978წელს.
თავისი შინაარსით ეს მიღწევა უფრო დიდია ვიდრე 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონობა.
XX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა ჭადრაკი არისტოკრატულ სპორტად ითვლებოდა, სოციალიზმის და კაპიტალიზმის დაპირისპირების ადგილადაც, მამაკაც მოჭადრაკეებს ქალთა ჭადრაკი სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. ნონა გაფრინდაშვილი პირველი იყო ვინც იასპარეზა კაცთა შორის (არაერთხელ) და იმდენი შეძლო, რომ აღიარეს და მამაკაცთა შორის ჭადრაკის უმაღლესი წოდება "დიდოსტატობა" მიანიჭეს.
ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების სია ვრცელია:
🔺 მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი
🔺 მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული
🔺 პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი
🔺 ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის" მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე
თავად, ამერიკული კომპანია "ნეტფლიქსი" ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, გაფრინდაშვილისადმი მათი პატივისცემის მიუხედავად, მოჭადრაკის ბრალდებები უსაფუძვლოა.
"ნეტფლიქსს ქალბატონი გაფრინდაშვილისა და მისი შთამბეჭდავი კარიერის მიმართ მხოლოდ უკიდურესი მოწიწება აქვს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ", - წერია კომპანიის განცხადებაში.
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...
1741185632
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...
1741182783
სპორტითბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...
1741181949
სპორტიარნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...