ირაკლი მელაშვილი სააკაშვილზე: არც არაფერს ნანობს და არც არავის არაფერს აპატიებს

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმაურება, რომელსაც ბრალდებული თავადაც პირველად დაესწრო.
როგორც მელაშვილი აცხადებს, მისი დაკვირვებით მიხეილ სააკაშვილი არც შეცვლილია და არც არავის არაფერს აპატიებს.
მისი განცხადებით, მთავრობას აღარასოდეს აღარ უნდა მისცეს საზოგადოებამ საშუალება შეურაცხყოს ვინმეს ღირსება, რომელ პოლიტიკურ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს ეს ადამიანი.
"აი, როგორ მაკვირვებს ის ხალხი, რომლებიც გულწრფელად ფიქრობდით, რომ მიშა თავის სიტყვაში საკუთარ შეცდომებს აღიარებდა, ვისაც გჯეროდათ, რომ მან თუნდაც ციხეში ყოფნისას, საკუთარი შეხედულებებში რამეში გადააფასა, ან რამეზე სინანულის გრძნობა გაუჩნდა.
რეალობა კი ისაა, რომ მიშა ასეთია, როგორიც არის, როგორიც ვიხილეთ დღევანდელ სასამართლოზე და არც არასდროს შეიცვლება.
ჰოდა, კეთილი ვინებოთ და აღვიქვათ ისეთი როგორიც არის და არა წარმოსახვითი მიშა.
✅ მიშა, რომელიც მუდმივად იქნება დარწმუნებული, რომ დააფუძნა და შექმნა ყველაზე წარმატებული, რეფორმების კუთხით ნომერ პირველი სახელმწიფო
✅ მიშა, რომელიც ფიქრობს, რომ წარმატებული ეკონომიკა ააშენა და ახლა ანგრევენ მის გაკეთებულს, რომ მის დროს არ გარბოდა ხალხი ქვეყნიდან და ახლა გარბის
✅ მიშა, რომელიც ფიქრობს, რომ 7 ნოემბერს მართალი იყო, სწორად დაგვარბია, რადგან თურმე ჩვენ დავესხით თავს პოლიციას, "იმედში" სწორად შევარდა, პატიმართა წამება დადგმულია
✅ მიშა, რომელიც არასდროს მოუხდის ბოდიშს გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის და სხვათა მშობლებს, მეტიც სინანულსაც კი არ გამოხატავს მათ დაღუპვაზე.(სხვათა შორის ვაკვირდებოდი, არც მის მშობლებს, ერთხელ არ მოსვლიათ თავში, წვეთი სინანულის გრძნობა არ გამოუხატავთ მეორე მხარეს მდგარი მშვილმკვდარი დედების მიმართ, როცა აცხადებდნენ რა უნდათ ქართველებს, რა არ მოსწონდათ ჩვენი შვილის მმართველობაშიო).
საბოლოო ჯამში ესაა მიშა, რომელიც დარწმუნებულია 2012 -ში ქართველმა ხალხმა კი არა, სინამდვილეში პუტინმა გადაირჩია.
არც არაფერს ნანობს და არც არავის არაფერს აპატიებს.
ერთადერთი, რასაც იტყვის, ჰო სასამართლო რეფორმა უნდა გამეტარებინაო. ჩემი აზრით ამასაც იმიტომ "აღიარებს", რომ დღეს ასე სათავისოდ სჭირდება, რათა სათქმელი ჰქონდეს, რეჟიმი არარეფრომირებული, არათავისუფალი სასამართლოთი მასამართლებსო. სხვანაირად, თუკი არ ახსენებდა სასამართლო რეფორმა არ გავატარეო, მაშინ სასამართლოსადმი უნდობლობის ეგ არგუმენტიც წაერთმეოდა და ვეღარც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულს დაარქმევდა საკუთარ თავს.
მოკლედ მომწონს თუ არ მომწონს, ესაა რაცაა. ესაა რეალობა და არა სხვანაირი.
მე მგონი, რომ დღეს, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის საბოლოოდ გაეცა პასუხი კითხვას, აქვს თუ არა ამ ადამიანს სერიოზულად გადახედილი, გადაფასებული საკუთარი დამოკიდებულება მისი მმართველობის პირობებში მოდიხარ იმ მოვლენებზე, რაზედაც ეს ხელისუფლება კი არა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ედავებოდა.
არა, არ აქვს, არც აპირებს და ეს არის ფაქტი!
ისიც ფაქტია, რომ სწორედ ასეთ მიშას ჰყავს მომხრეები, მიმდევრები მათ შორის ფანატიკურად ერთგულები.
ამიტომ, ყველა მხარემ უნდა გავიგოთ, თუკი ერთ სახელმწიფოში გვიწევს ცხოვრება, უნდა შევეგუოთ ჩვენს თანაარსებობას, მათ შორის ამ პიროვნების მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულების პირობებშიც.
თუკი გვინდა ნორმალური სახელმწიფოს აშენება მისმა მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც უნდა გავითავისოთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება, არ აქვს მნიშვნელობა მიშა, იქნება მისი მომხრე თუ მისი მოწინააღმდეგე. რომ არც ერთ მთავრობას აღარასოდეს აღარ უნდა მივცეთ საშუალება შეურაცხყოს ვინმეს ღირსება, რომელ პოლიტიკურ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს ეს ადამიანი.
სხვანაირად არაფერი გამოგვივა", - წერს მელაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესს თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. განხილვა 7 ნოემბრის საქმეს ეხებოდა.
🔵 მიხეილ სააკაშვილი: საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ
1740726363
საზოგადოებასაჯავახო-ჩოხატაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საჯავახო-ჩოხატაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზ...
1740725749
საზოგადოებასპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, სამართალდამცავმ...
1740724987
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - „ყველა უბედურების გამოყენება თავის სასარგებლოდ, მათი ჩვეულებრივი ხელწერაა“
„როდესაც საუბარი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მასთან ასოცირებულ სხვა პარტიებზე, მე მათ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახი, ამ ყველა უბედურების გამოყენება თავის სასარგებლოდ, მათი ჩვეულებრივი...
1740722956
ახალი ამბებისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიაში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ. ისინი რეგიონის სხვადასხ...
1740720485
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს
„მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარ...