ქიბარ ხალვაში: ხომ შეიძლება შევთანხმდეთ და მიშა გადააშენონ სადმე, ის არ იმსახურებს ქართველების გვერდით ცხოვრებას!

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმაურება.
როგორც ხალვაში წერს, ექსპრეზიდენტი საქართველოში ქართველების გვერდით, ცხოვრებას არ იმსახურებს, რადგან "ნულოვანი ტოლერანტობის გამო ხალხში შიში დათესეს".
"საქალაქო სასამართლოში დღეს მიშას პროცესია, სადაც ის სამსჯავროზეა წარდგენილი ათასობით ჩადენილი დანაშაულიდან მხოლოდ ერთი საქმის გამო.
ის გამოდის პოლიტიკური განცხადებებით და თავი ისევ აღმაშენებელი ჰგონია.
აცხადებს რომ ქვეყანა შექმნა და ბიზნესი ააყვავა.
ქუჩის მეორე მხარეს იყო ჩვენი შრომის შედეგი, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიის არტის ოფისი და საწყობები. წარმატებული კომპანია, სადაც ასობით ადამიანი მუშაობდა, სწავლობდა და თავს ბედნიერად გრძნობდა ,მიშამ ერთი ხელის მოსმით ფერფლად აქცია.
იმ ცეცხლს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: სხვა საქმიანი ადამიანების დაშინება. ვინც ჩვენთან არ არის, იმასაც ისე მოუვა როგორც ქიბარს.
იმ ხალხის საყურადღებოდ ვინც ახლა მიშას იცავს და ჰგონია, რომ რაღაც პლუსები ჰქონდა.
მიშა არის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, მანიაკი, რომელსაც სიყვარულის უნარი არ გააჩნია და დედამიწაზე არავინ არ უყვარს. არც დედა, არც ცოლი არც შვილები. ის ამ უნარშეზღუდულია! ყველა და ყველაფერი რესურსია, რომ ძალაუფლება მოიპოვოს, მუცელი ამოიყოროს ან მასაჟები ჩაიტაროს.
ერთი წუთითაც არ მიფიქრია რომ ის შიმშილობდა.
მშვიდობიან პერიოდში როცა, არც ომი იყო ახლოს (ჰალსტუხის ამბავი) და არც არავითარი სტრესული გარემო, ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჭამდა ქაღალდის ხელსახოცს. მისმა მეგობრებმა ირონიულად აღნიშნეს, რომ ის ჩვენი იმჟამინდელი პროდუქციის სელპაკის დიდი მოყვარული და მომხმარებელი იყო. საკანში ქაღალდის არსებობას ალბათ არავინ არ უკრძალავდა.
ნორმალური ადამიანები ქაღალდს არ ჭამენ!
წესით ის და კიდევ ბევრი მისი ამფსონი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ისხდნენ ციხეში, მაგრამ ქვეყანა რომ დაწყნარდეს, ხომ შეიძლება შევთანხმდეთ და მიშა გადააშენონ სადმე. ვთქვათ სამხრეთ ამერიკაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი გადასახლდა, იმის გამო, რომ თანამოქალაქეების გვერდით ცხოვრების მორალური უფლება არ ჰქონდათ.
დედაჩემი, მისი სახელის გაგონებაზე დღესაც ცუდად ხდება. სხვისმა დედებმა რა თქვან, როცა მათ შვილები წაართვეს, საპირისპირო აზრის, ხალხში შიშის დათესვის, თუ ნულოვანი ტოლერანტობის გამო.
ის არ იმსახურებს ქართველების გვერდით ცხოვრებას!
ბოდიშს ვიხდი, რომ დადებული პირობა დავარღვიე და პოლიტიკური შინაარსის პოსტი დავწერე, თუმცა ამ პირობის დაცვა შინაგანად ძალიან მიჭირს.
აქვე სურათები მიშა "აღმაშენებლის" შემოქმედების დასტურად", - წერს ქიბარ ხალვაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესს თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. განხილვა 7 ნოემბრის საქმეს ეხებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 მიხეილ სააკაშვილი: საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ
1740738688
ახალი ამბებიმოქალაქე გურიის რეგიონიდან: ორი შვილი მყავს, წამლების, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ, ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტენზია არ გაგვაჩნია, უყურადღებოდ არ ვყოფილვართ
რასაც საჭიროება მოითხოვდა შეძლებისდაგვარად რეაგირება იყო. მე პირადად, ორი შვილი მყავს და არ შემქმნია პრობლემა. წამლების მხრივ, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ. ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტ...
1740737330
ახალი ამბებიN372 ავტობუსის მარშრუტი იცვლება - დეტალები
სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში დამატებითი ცვლილებები განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის...
1740736324
საზოგადოებარატი იონათამიშვილი - მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გარკვეული შიშები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიეჩვივნენ, რომ ცილისწამება და დეზინფორმაცია ნორმად აქციონ
ფაქტია, რომ მედიაში უცხოური დაფინანსებები ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, ცილისწამებას და პოლიტიკური მანიპულაციებით სავსე ნარატივის განვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა...
1740735218
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის სახელით, SMS შეტყობინების სახით ყალბი შეთავაზება ვრცელდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო...
1740732918
ახალი ამბები„როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, ომში ჩართვისა და სანქციების დაწესების დაჟინებული მოთხოვნა იყო“ - დავით მათიკაშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა, სადაც პაპუაშვილი წერს, „ვინმეს თუ აღარ ახსოვს...