იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს პირველ რიგში პატიმრების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას. ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას. პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს პირველ რიგში პატიმრების, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. გლდანის მე-18 დაწესებულებაში ერთიც და მეორეც უმაღლეს დონეზე არის დაცული. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ეს არის მავნებელი. აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პატიმარს შიმშილობის შეწყვეტისკენ“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც მას რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული. ამასთანავე, მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადო, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მოსალოდნელი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრდებული რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი სამედიცინო თვალსაზრისითაც დღეს ბევრად მაღალია. შეგახსენებთ, აღნიშნული სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს, როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია. ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამავე თემაზე:

🔵შემოქმედელი მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს

🔵"ვივლით ამ მოჯადოებულ მძიმე, დამანგრეველ წრეზე!" ეკა ბესელია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740750775

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვ...

 მოძრაობა აკრძალულია

1740749429

სპორტი

„გუნდში უკვე ადაპტირდა და თავისუფლება უნდა მივცეთ ინდივიდუალური თვისებების გამოსავლენად“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ფარგლებში ლილის წინააღმდეგ თამაშის წინ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით...

ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

1740748702

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7904 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8172 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1740747857

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული

ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრ...

ლევან მაჭავარიანი

1740746171

საზოგადოება

დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერმ...

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი