"ჯოჯოხეთური მდგომარეობაა, მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია" - ბექა ბასილაია გლდანის სამკურნალო დაწესებულებაზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში, სადაც გუშინ, 8 ნოემბერს საქართველოს ექსპრეზიდენტი გადაიყვანეს "აბსოლუტურად ჯოჯოხეთური მდგომარეობაა".
ადვოკატის თქმით, დერეფანში მოძრაობა არის თავისუფალი. რაც მისი განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ დაგეგმვის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა არის შესაძლებელი.
"საავადმყოფოში არ არის გარანტირებული არანაირი უფლება. მეტიც, აქ მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. აქ ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როცა მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებაც დგას სერიოზული რისკის ქვეშ. შესვლის და გამოსვლის დროს ადვოკატებსაც გვიწყობდნენ სერიოზულ ობტრუქციას. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი, მიმართული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. მათი სურვილია, კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილის, მათი დამცველების ფიზიკური ანგარიშსწორება. პენიტენციურ სამსახურს არ აქვს ამის პრევენციის არც თავი და არც სურვილი. დერეფანში მოძრაობა არის თავისუფალი. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმვის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა არის შესაძლებელი", - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
მისივე განცხადებით, ადვოკატებს კვლავ არ ეძლევათ დაცვის უფლების განხორციელების საშუალება და არ არის დაცული კონფიდენციალურობა, ვინაიდან ისინი ექსპრეზიდენტს საავადმყოფოს შენობაში ტელეფონით ელაპარაკნენ.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, მე-40 დღეა შიმშილობს.
სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
ამავე თემაზე:
⬛ სახალხო დამცველი: სააკაშვილმა იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...
1741096008
მსოფლიო„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news
ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...