კახა კალაძე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) რიგით მეშვიდე კონფერენციას და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) დაჯილდოების ცერემონიას მართავს.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი, ათეა-ს პრეზიდენტი კახა კალაძე დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სახელით, ვმასპინძლობ რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დაჯილდოების ცერემონიას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღევანდელ კონფერენციას ვხვდებით უკვე ხელშესახები და თვალსაჩინო შედეგებით, რაც მივიღეთ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დანერგვით. როგორც იცით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას. პროგრამა უკვე შვიდი წელია მიმდინარეობს და მისით დაინტერესება სულ უფრო იზრდება. იგი ხელს უწყობს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სერვისების მიწოდების წარმატებული მაგალითების გამოვლენას და მათ გაზიარებას სხვა მუნიციპალიტეტში. შედეგად, ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს საკმაოდ ინოვაციური და წარმატებული პროექტები, რომელთაგან ბევრი აღიარებულია საუკეთესო პრაქტიკად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. მომდევნო წლების განმავლობაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ მუნიციპალური სერვისები და მათზე ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ეროვნულ კონფერენციაზე სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ დუშეთის, ქუთაისის, ფოთის, თეთრიწყაროს, სენაკის, დმანისის, ხარაგაულის, რუსთავის, ონის, ბათუმის, ბაღდათის, ხაშურისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს. ღონისძიებაზე ასევე, დაჯილდოვდნენ თვითმმართველი ერთეულების ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში.
თბილისის მერმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა.
„ათეა სპეციალური პრიზებით ყოველ წელს აჯილდოებს მუნიციპალიტეტებს. წელს ჯილდოები გადაეცემათ 11 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების მერებს. სპეციალური პრიზებით ასევე, დაჯილდოვდებიან თვითმმართველი ერთეულების თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს დღევანდელ კონფერენციაზე – მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და ათეა-ს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აქ იმყოფება კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. მინდა, მას მადლობა გადავუხადო მზაობისთვის, ხელი შეუწყოს დიალოგს საკანონმდებლო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარების, პროცესის გამჭვირვალობისა და პოპულარიზაციისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კონფერენციის ფარგლებში, ათეა-სა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. დოკუმენტს კახა კალაძემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.
ათეა-ს რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
1742488066
სპორტისომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...
1742485211
მსოფლიოზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...
1742484164
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა კვირიკაშვილმა დაიწყო და გახარიამ გააგრძელა
„დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების“ სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის...
1742481940
მსოფლიოჩინეთში კანადის 4 მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს
ჩინეთის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა კანადის ოთხი მოქალაქე, რომლებიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით...
1742481162
საზოგადოებალევან მახაშვილი ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა
არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ნიკა გილაურის მიერ ამერიკის შე...