"კარგი ამბებია" - ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე წერს
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2022/05/30/14446/buka-petriashvili_w_h.jpeg)
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ სიახლეებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„აბა, დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა ცხელი ამბების დასტით!
წუხელ ჩვენებმა ხერსონის მიმართულებაზე 2 ალიგატორი კა-52 და 1 სუ-25 დაანარცხეს მიწაზე!
უშუალოდ ფრონტის გასწვრივ მიდის საარტილერიო დუელი და პოზიციური ბრძოლები!
კარგი ამბებია სვატოვო-კრემენნას მიმართულებიდან!
ზუსტად მაშინ, როდესაც პუტლერის ბოდვას ისმენდნენ ვალდაის შეკრებაზე, სადაც აბოლებდა ხალხს რომ ლუჰანსკი სრულად გათავისუფლებულია და ახლა დონეცკის მიმართულებაზე არიან, ჩვენები წინ მიიწევდნენ ლუჰანსკის!!!
სიღრმეში, ათავისუფლებდნენ ახალ დასახლებულ პუნქტებს და უახლოვდებოდნენ როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვან სვატოვოს, ისე არანაკლებ მნიშვნელოვან პ-66 ავტომაგისტრალს!
რაც შეეხება დონეცკის მიმართულებას, შიგ დონეცკში ხო უბაგუნებენ ჩვენები ურდოს, ხოლო ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაზე ხოცავენ ბუზებივით ძირითადად ვაგნერელებს!
ბოლო 90 დღის განმავლობაში მხოლოდ ამ მიმართულებიდან 8 ათასი ვაგნერელი, ანუ 1 სრულფასოვანი დივიზია გეემგზავრა კობზონ ველიზე იოსიას მოსასმენად!
მე ამის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ პუტლერს ხელები ისეთ დღეში ჰქონია, წესით იოსიას დიდხანს მოცდა არ უნდა მოუწიოს და პუილო თავის 70 ათას მკვტარს მალე უნდა მიეწიოს!
ისეთები იბოჟიალა, მაგის არც გარჩევა ღირს და არც გაანალიზება, მაგრამ რამდენიმე რამეს მაინც გეტყვით: ტიპი ავადაა ფსიქიკურად და მართლა ჩაციკლულია ამ უკრაინის ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოზე!
აბა, ნორმალურია, ადამიანის უფლებების მთავარი და უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი დამცველიც რო ეგაა? ავლიპეს ითხოვს ეგ ამბავი!
წავა წამოვა, ტაკოზე აქცენტი რო გააკეთოს არ შეუძლია! ფროიდის მგზავრი ეგა!
ბომბას არ ვისვრით, მარა საცა ბომბა არსებობს, იქ მისი სროლის საფრთხეც სულ იარსებებსო! რკინის ლოღიკაა, მარა მსროლელი ნაღდად არაა!
იკვნესა ისევ მოლაპარაკებებზე, არ უშვებს ვაშინგტონი, თორე დავილაპარაკებდი ზელენსკისთან და უცებ მოვრჩებოდითო!
პრინციპში სამოქალაქო ომში ვართო! არიქა პრორუსებო, ამოღერღა თქვენმა მარჩენალმა რომ ომშია რაშკა! აწი ხსნილი გაქვთ სიტყვა ომის ხსენებაზე!
მოკლედ ყველაზე მაგრად ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარას რინკევიჩუსმა შეაფასა: ეს იყო პუტლერის ჰააგის სასამართლოზე გამოსვლის რეპეტიციაო! თუ მიატანა მაქამდე დაბოტოქსებული თავი, ქო ბატონი!
გაზი და ნაფთი რო დარჩა დიდი ოდენობით ოხრად, კი დააბრალოს მართლა საკუთარ ბოტოქს თავს! საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ენერგომატარებელების ნომერ პირველ მიმწოდებლად რაშკასტანი აღარ ითვლება! რა დამწყდა ბიჯო გულიი!
ვიდრე პუილო ბოჟიალობდა, ზელენსკიმ იტალიელ ჟურნალისტს “გაუცხადა” სახალხო ენაზე რატომ არ შეიძლება პუტლერის რეჟიმთან არც ლაპარიკი და არც ურთიერთობა!
ჟურნალისტის არ ვიცი, მაგრამ პრემიერმა მელონიმ პერფეტოდ იცის, რომ ომის დასრულების საუკეთესო და ერთადერთი გზა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაა! ორბანიჩ, კაპიშ?
ომში გამარჯვებისთვის მე ჩემი სიტყვა კაათა ვსთქვიო და ახლა უკრაინის სარეაბილიტაციოდ “მარშალის გეგმის” განსახორციელებლად ვესტმინსიტერში ორგანიზაცია დავაფუძნეო, ლეგენდა კაცმა ბოჯო ჯონსონმა დაიჭექა გუშინ!
სერიოზული ფანდრაიზერი იქნება ეგ უკრაინისთვის!
ამერიკელები დღეს 275 მელეონი დოლარის ჭურვებს და რაკეტებს გამოაცხადებენ ჩვენებისთვის!
თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, ჰსთ სისტემების მიწოდება უკრაინისთვის პრიორიტეტია და ვმუშაობთ ევროპიელებთანო!
ნატო-ს გენ.მდივანმა ნატო არ დაუშვებს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში გაიმარჯვოსო!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს წინ ინგრევა და განადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* დააკავეს ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა
1739361648
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა
საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა (E-GATE) ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქართულ და მალაიზიუ...
1739359491
ახალი ამბები„ზელენსკის ოჯახმა მილიონები იშოვა უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად გამოაცხადეს, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო და დემოკრატიის მტრად აცხადებენ“ - ზურაბ ქადაგიძე
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ევროპარლამენტართა მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე მსჯელობას. ქადაგიძის თქმით, ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, საკუთარი მოქალ...
1739358226
ახალი ამბები„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“ - ლევან მახაშვილი
„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც საერ...
1739356263
ახალი ამბები„ყველა ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, იცავს თავისი ქვეყნის ინტერესს - ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი“ - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს გაატარებს, თუმცა, პარალელურად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ამი...
1739355899
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როცა „გამჭვირვალობა - საქართველო“ ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს, ნამდვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ახალ ინდექსს აქვეყნებს, რაც ადასტურებს ბრიუსელის ორმაგ სტანდარტს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 2024 წლის კორუფციის აღქმის გლობალური ინდექსის კვლევის შედეგებს ეხმიანება. პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როცა ზოგიერთი ბრიუსელელი ჩინოვნ...