"ხალხისთვის, ვინც არც ნაცია და არც ქოცი, ნაციც მიუღებელია და ქოციც! აბა, ვინ ვის ურიგდება?!" - ბონდო მძინარაშვილი
ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს:
"შევრიგდეთ თუ შევურიგდეთ?
---------------------------------------------------------
დააკვირდით, ნაცები რას ამბობენ:
ჩვენ არაფერი დაგვიშავებია იმ ცხრა წელში, მაგრამ... შევრიგდეთ!
შენ დააშავე ამ ცხრა წელში, მაგრამ შევრიგდეთ!
ანუ ის დამნაშავეები, რომლებიც მუდმივად საკუთარ უდანაშაულობაზე ლაპარაკობენ, შერიგებას სთავაზობენ ამ დამნაშავეებს და მუდმივად მათ დანაშაულზე ლაპარაკობენ!
დავაზუსტოთ:
ნაცები ამბობენ, რომ არაფერი დაუშავებიათ, ხალხი (მათ შორის ქოცები) კი ამბობს, რომ დააშავეს!
ნაცები ამბობენ, რომ ქოცები დამნაშავეები არიან, მაგრამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით საჭიროა დიდი
შერიგება - ნაცების "უდანაშაულობის" და ქოცების "დანაშაულის" ჩამოწერა!
თუ შენ არაფერი დაგიშავებია რატომ ურიგდები დამნაშავეს?
აქ მდგომარეობა ძალიან მძიმდება:
ნაცს უნდა, რომ დამნაშავე ქოცს შეურიგდეს!
ქოცს არ უნდა, რომ დამნაშავე ნაცს შეურიგდეს!
ნაცსექტანტების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს შერიგება ვერ წარმოუდგენია!
ქოცსექტანტების აბსოლუტურ უმრავლესობასაც ეს შერიგება წარმოუდგენლად მიაჩნია!
ხალხისთვის, ვინც არც ნაცია და არც ქოცი, ნაციც მიუღებელია და ქოციც!
აბა, ვინ ვის ურიგდება?!
მხარეები მსხვერპლთა ცხედრებზე გადავლით უნდა მივიდნენ ერთმანეთამდე?!
გასაგებად აგვიხსენით:
დამნაშავეებთან უნდა შერიგდეთ თუ დანაშაულს უნდა შეურიგდეთ?!
თუმცა, ეს ერთი და იგივეა!
შედეგად რას მივიღებთ?
აი, რას:
ამ პოლიტიკური აქტით ნაცებს იმ ცხრა წელში ჩადენილი ყველა დანაშაული ჩამოეწერებათ (ცოდვებს მეუფე ნიკოლოზი მიუტევებს.
მათ შორის, დავიწყებულსაც; ზეთი მარაგშია!) და მთელი ნაძარცვი შერჩებათ, ხოლო ქოცები მშვიდად დაიძინებენ, რადგან ამ ცხრა წელში ნაშოვნს შეირგებენ (ცოდვებზე მერე!).
იმ და ამ ცხრა წელში დაზარალებულები კი აღარავის გაახსენდება!
მე გასწავლით კარგ გამოსავალს, კანონიერს:
კონსტიტუციაში ჩავწეროთ (ჩავწეროთ რა, ჩაწერეთ; ეგეც თქვენ ხელშია!), რომ პოლიტიკოსი არის ღმერთის ტოლი!
ეს ცოდვების ამბავშიც გამოგადგებათ, - სად გაგონილა, ეპისკოპოსმა ღმერთს ცოდვები მიუტევოს?!
ან ვის სმენია ღმერთის ცოდვებისა?!
კანონები კი მხოლოდ უბრალო ხალხისთვის იყოს, - თქვენ მაინც არ შეგეხებათ და, რასაც გინდათ, იმას ჩაწერთ!
რა გენაღვლებათ, ანშანტეეე!", - წერს მძინარაშვილი ფეისბუკზე.
16 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.
სხვა სიახლეები:
🔲 მიხიელ სააკაშვილი: ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, მეც თქვენს რიგებში ვარ
🔲 ხატია დეკანოიძე: მომეწონა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო
1736520887
მსოფლიოსლოვაკეთის პრემიერის თქმით, პუტინთან შეხვედრისას რუსეთიდან გაზის მიწოდების საკითხი განიხილა - Reuters
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, განიხილა „გაზპრომთან“ კონტრაქტი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფ...
1736517597
მსოფლიოტრამპი: აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ
აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „სასაცილოა, რომ ისინი...
1736516080
მსოფლიორუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე, რომელშიც სადაზვერვო დრონები და საბრძოლო მასალები ინახებოდა - უკრაინული მედია
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 10 იანვრის ღამეს, დრონებითა და „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს რუსეთში, როსტოვის ოლქის სოფელ ჩალტირის სიახლოვეს მდებარე საწყობს, რომელშიც საბრძოლო მასალები...
1736514667
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8367 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1736513039
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე: ყველას უნდა ჩინეთთან მეგობრობა, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება, ვისარგებლოთ იმით, რომ ჩინეთისთვის ვართ ძალიან საინტერესო
„როცა აშშ-ის თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ჩინეთთან მეგობრობას გვსაყვედურობენ, ასმაგი სტანდარტია, რადგან აშშ-ის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან, დაახლოებით, 700 მილიარდის ფარგლებშია“, - ამის შესახებ...