ლეგენდარული ბოტოქსი აბსოლუტური სიცრუეა, ეს იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, ისაუბრა კოსმეტიკური მომსახურების ხარჯებზეც, რომელიც ბრალდების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის კლასიფიკაციაში მოექცა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საუბარი ბოტოქსზე აბსოლუტური სიცრუეა, ეს იყო კანის სნეულების ჩვეულებრივი მკურნალობა.  სააკაშვილის თქმით, როგორც ექიმები ეუბნებიან, დაავადება მას აგვისტოს ომის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე დაემართა.

„ლეგენდარულ ბოტოქსს რაც შეეხება, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და არ ვიცი, შეცდომაა ეს ამათი სამსახურის. გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, ეს თუ იყო კოსმეტიკური პროცედურა და თუ არ იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების, რომელიც 2008 წლის შემდეგ ნერვულ ნიადაგზე დამემართა, როგორც ექიმები ამბობენ, ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებზეც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ არის დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ და რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

🔵ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე - მიხეილ სააკაშვილი

🔵ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - მიხეილ სააკაშვილი

🔵სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ - პროკურორმა სააკაშვილს მიმართა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი