ლევან იოსელიანი: შალვა ნათელაშვილს ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მოსულა

"შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს, რადგან მას 2008 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მოსულა", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ეს არის სამარცხვინო საქციელი.
„შალვა ნათელაშვილი ამ თანხას თუ დააბრუნებს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რამდენად ლეგიტიმურია მისი პარლამენტში შემოსვლა. არ ვფიქრობ, რომ მანდატი გაძლევს უფლებას, ასე ხარჯო ხალხის ფული და ბიუჯეტის ფული პარტიულად თუ პერსონალურად წაიღო სახლში. დაუსვით კითხვა, როდის აპირებს, დააბრუნოს 5 მილიონ 113 ათასი ლარი? ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ და მათი დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. შალვა ნათელაშვილი იყო ყველაზე უტაქტო მაკრიტიკებელი ყველა იმ ადამიანის, ვინც პარლამენტში შევიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან ყველა თავის სიტყვას გადააბიჯა", – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუკზე გამოკითხვას ატარებს, შევიდეს თუ არა პარლამენტში.
გარდა ამისა, პარლამენტი შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. რეგლამენტის ჩანაწერის მიხედვით, პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
ამავე თემაზე:
🔳 შალვა ნათელაშვილი: ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე - ჯერ გამოკითხვა მიდის
🔳 კელი დეგნანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
🔳 კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
🔳 „მიყვარხარ! და ძალიან ბედნიერი მინდა რომ იყო“ - თეა წულუკიანს მეუღლე დაბადების დღეს ულოცავს
🔳 "დიდება პარტიას", "სიკვდილი ხალხის მტრებს" – კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს
1741790317
საზოგადოებაორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლ...
1741790185
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...
1741788989
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ
მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...
1741785744
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741784754
ახალი ამბებიგორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...