„მადლობა, ბატონო რეზო, რომ ამხელა კაცი არ უკადრისობდით ჩემთან დარეკვას, ხან შენიშვნის მოცემას, ხანაც მოსაზრების გაზიარებას“ - თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელს ემშვიდობება

ღრმა მწუხარება მინდა (და არა მხოლოდ - უნდა) გამოვხატო ბატონი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო. ის არა მხოლოდ მწარედ დაგვაკლდება კარგი პოეზიითა და საზოგადო საქმით, ის დაგვაკლდება ასევე, როგორც სარკე, რომელიც, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ხანგამოშვებით ჩაწერდა თავის მონოლოგს და იტყოდა... იტყოდა სათქმელს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წერს.

„ჰო, რა თქმა უნდა, ეს ისეთი სათქმელები იყო, რომელთან მიმართებაშიც, „მოდურ“ მავანს გამოხატვის თავისუფლება გამოყენებადი არ ეგონა, რადგან ეს თავისუფლება მხოლოდ ასეთ მავანთათვის შექმნილი ხილი ჰგონია ზოგს.

მაგრამ ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, ჩემი დღევანდელი სათქმელი გამოსამშვიდობებელი მადლობაა. მადლობა, ბატონო რეზო, რომ ამხელა კაცი არ უკადრისობდით ჩემთან დარეკვას, ხან შენიშვნის მოცემას, ხანაც მოსაზრების გაზიარებას და არაერთხელ კიდევ - მხარდამჭერი სიტყვების თქმას.

ამ სიტყვებს უფრო შემოძახებად აღვიქვამდი, რაც ადამიანს, რაც არ უნდა „მაგას რა მოუვა“ იყოს, აუცილებლად სჭირდება. უფრო მეტიც, თქვენ იყავით თქვენი თაობის იმ სულ რამდენიმე წარმომადგენლიდან ერთ-ერთი, ვინც პოლიტიკაში ჩართულ, უმცროსი თაობის ქალს ეტყოდა, რომ არ უნდა დაეცეს, ვინც იცოდა, რომ ხანდაზმულ ასაკში არა ახლის წამოწყების, არამედ - გადახედვისა და გადასინჯვის დროა, შენზე უმცროსის მხარდაჭერის დროა, და იმის გამხნევების დროა, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება, შენ რომ წახვალ... ამ ძალას ყველა ვერ პოულობს თავის თავში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული!“, - წერს წულუკიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში, 2022 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

ასევე საინტერესოა:

🔵 რეზო ამაშუკელი: ვინც თეა წულუკიანს ალმაცერად გახედავს ომს ვუცხადებ (ვიდეო)

🔵 ვახო სანაია: რეზო ამაშუკელს ან რობიკო სტურუას რაც უნდათ გასაგებია - ფული, მაგრამ აი სტუდენტობას რა უნდათ?

🔵 რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741790185

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...

მარიამ ლაშ

1741788989

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ

მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიან

1741785744

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1741784754

ახალი ამბები

გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...

პოლიცია

1741783883

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა

მამუკა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა, - განაცხადა ფრაქცია „ქა...

ლევან მაჭავარიანი