მაია ბუწაშვილი: ეს წელი კოვიდის გამო ძალიან ბევრისთვის იყო ცრემლიანი, ახლობელი ადამიანის დაკარგვის გამო - ხშირად ცრემლიანი იყო ექიმებისთვისაც

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში 2021 წლის შემაჯამებელ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მედიკოსების მიერ გაწეულ შრომაზე წერს:
"გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ 2022 წელს.
2021 წელი უკვე წარსულს ჩაბარდა და წასულებზე ცუდს არ ამბობენო, უთქვამთ თუმცა გვერდს ვერ ავუვლით იმის ხსენებას, რომ ეს წელი კოვიდის გამო ძალიან ბევრისთვის იყო ცრემლიანი, ახლობელი ადამიანის დაკარგვის გამო.
ხშირად ცრემლიანი იყო ექიმებისთვისაც.
ზოგს ალბათ არ სჯერა, მაგრამ თითოეული დაკარგული სიცოცხლე ექიმების უმრავლესობისთვის ძალიან მძიმე დარტყმაა.
სამწუხაროდ, ექიმების ბრძოლა ბევრჯერ მთავრდებოდა მარცხით.
სწორი მკურნალობაც და შეცდომებიც ბევრი იყო და გულდაწყვეტილი და განაწყენებული პაციენტებიც, მაგრამ როცა ექიმებზე ვბრაზდებით, ისიც უნდა გაგვახსენდეს, რომ მათ ამ უხილაც მტერთან საბრძოლველად ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზზე ხშირად სრულიად მოუმზადებლებს მოუხდათ შესვლა.
ჩვენი კოლეგებისთვის ბევრი სიხარულიც იყო გამოჯანმრთელებული პაციენტების ღიმილით და მადლობით გამოწვეული.
მადლობა ეკუთვნით 2021 წელს გაწეული შრომისთვის ეპიდემიოლოგებს და ლაბორანტებსაც.
მათი საქმიანობა შედარებით ჩრდილშია და ალბათ ნაკლებად დაფასებული, ვიდრე ექიმების და ექთნების, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი.
ბევრი დაპირისპირების წელიც იყო.
რობოტები არ ვართ და ერთ აზრზე ვერასოდეს ვიქნებით (და არც უნდა ვიყოთ), მაგრამ იმედია 2022 წელი მაინც გახდება კონსტრუქციული დებატების და ჯანსაღი კამათის და არა განსხვავებული აზრის მქონეებს შორის ჩხუბის და შეურაცხყოფის წელი (რითაც 2021 წელი ნამდვილად აღსანიშნავი იყო).
იმედია ამ ქვეყანაში არც 2022 წელს და არც აღარასოდეს ვნახავთ დასახიჩრებულ ჟურნალისტებს თუ სხვა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებს;
არ იქნება ამდენი ძალადობა, არ მოკლავენ ახალგაზრდებს, ოჯახურ ძალადობას არ შეეწირებიან ქალები...
ბევრ ოჯახს ახალი სიცოცხლე შეემატა.
ვულოცავ მათ და ისეთ საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებ, სადაც ერთხელ და სამუდამოდ აღარ გაისმება გულსაკლავი სიტყვები: „აღარ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება“.
იმედია საზღვარგარეთ მხოლოდ ტურისტებად ან სასწავლებლად მოუწევთ წასვლა, ოღონდ აუცილებლად მოუნდებათ უკან დაბრუნება.
და რაც განსაკუთრებით გვინდა ყველას, იქნებ ოდესმე აქედან სამკურნალოდ აღარ მოუწიოთ ადამიანებს უცხოეთის კლინიკებში წასვლა.
ვულოცავ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, უსამართლოდ რომ ეუბნებიან ხოლმე, თქვენ რა გენაღვლებათ, აქ მაინც არ ხართო. კი, ენაღვლებათ და ზოგჯერ შორიდან უფრო მწვავედაც განიცდიან აქაურ მოვლენებს.
რომ არ ენაღვლებოდეთ, ამხელა დროს და ენერგიას არ ჩადებდნენ (სრულიად უანგაროდ) აქ მყოფების დასახმარებლად.
ეს განსაკუთრებით ექიმებს ეხებათ, რომლებიც, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, უზარმაზარ დახმარებას უწევენ ქართველ პაციენტებს დისტანციურად და ამას დანახვა და მადლობის გადახდა სჭირდება.
გისურვებთ, 2022 წელი წინსვლის, ჯანმრთელობის, პანდემიის დასრულების და დასახული მიზნების მაქსიმალურად შესრულების წელი ყოფილიყოს",- წერს მაია ბუწაშვილი ფეისბუკზე.
სხვა სიახლეები:
🔳 საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 32 პაციენტი
🔳 საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 32 პაციენტი
1741790317
საზოგადოებაორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლ...
1741790185
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...
1741788989
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ
მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...
1741785744
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741784754
ახალი ამბებიგორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...