„მე ამხელა ტყუილს ვერ ვიტყვი, რადგან ეს ტყუილი გასკდება...“ - რატომ არ სურს ბიოლოგიურ დედას თამუნა მუსერიძესთან ურთიერთობა?

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

ბოლო დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა და დედმამიშვილები იპოვა.

16 ოქტომბერს მან სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ცნობილი გახდა, რომ იგი ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად გაემგზავრა.

მუსერიძე გამომწერების კითხვას პასუხობს ერთ-ერთი კითხვა კი იყო ასეთ - რატომ არ სურს ბიოლოგიურ დედას თამუნა მუსერიძესთან ურთიერთობა? 

„მან მითხრა, რომ თუ შენ საჯაროდ არ იტყვი, რომ ხარ მოპარული ბავშვი, მაშინ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდებაო. მე ვუთხარი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი 40 წლის წინ დამთავრდა. შენ საჯაროდ უნდა თქვა, რომ შენ სამშობიაროდან მოგიპარესო. მე ამხელა ტყუილს ვერ ვიტყვი, რადგან ეს ტყუილი გასკდება და მერე ის ათიათასობით დედა, რომელსაც მართლა მოჰპარეს შვილი გამოვა მატყუარა და არც იმათ არ დაუჯერებენ.

მე, საკუთარი ერთი ადგილის მოსაწმენდად ათიათასობით დედას ვერ გავწირავ მეთქი. აბა მე უნდა გამწიროო? არა მე თქვენ არ გწირავთ-მეთქი. აქ მოვედი იმისთვის, რომ დაგელაპარაკოთ და ერთად რაღაც გამოსავალი ვნახოთ. მე ამხელა ტყუილს საჯაროდ ვერ ვიტყვი მაშინ, როდესაც ამდენი დედა შვილებს ეძებს და მათ ჩემი ისტორიის გამო საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ-მეთქი“, – ამბობს თამუნა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729241516

საზოგადოება

📸 ისტორიული პროექტი დასრულდა - ნახეთ, როგორ გამოიყურება რუსთაველი-მთაწმინდის განახლებული საბაგირო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გახსნა.  „გილოცავთ. ისტორიული პროექტი დასრულ...

 განახლებული საბაგირო

1729238741

საზოგადოება

ძლიერი წვიმა, თოვლი და ზღვაზე შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.  „22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგ...

ზოგადი

1729238134

საზოგადოება

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მო...

საარჩევნო ადმინისტრაცია

1729234911

საზოგადოება

„სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი...“ – თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...

ტელეწამყვანი

1729230746

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

18 ოქტომბერს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერ...

ზოგადი