მე დავამარცხე კიბო! მტანჯავდა, მაგრამ მაინც ვიბრძოდი, ჩუმად ვიბრძოდი - თამო არაბული

პროფესიით დრამის რეჟისორი და ფლორისტი, თამო არაბული, რომელიც 6 თვის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დაავადება დაამარცხა და ბრძოლისკენ მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სიმსივნესთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.

"როცა თავის ტვინში უზარმაზარი სიმსივნის არსებობა დამიდგინდა, ტომოგრაფიიდან გამოსულს მახსოვს ჩემი დის ნამტირალევი თვალები, რომელიც ვერ მატყუებდა, რომ ეს სიმსივნე კი არა, ინსულტი იყო, არა და მე უკვე მითხრეს, რომ სიმსივნესთან მქონდა საქმე. არაა, არ შემშინებია, დიდი ხანია ვგრძნობდი მის არსებობას ჩემ თავში, ვგრძნობდი როგორ ნელ-ნელა იზრდებოდა, არც მაშინ შემშინებია. ჩემი დის თვალებმა უფრო შემაშინა,რატომ უნდა ეტირა ჩემი გულისთვის, რატომ უნდა ედარდა იგივე დარდით, რაც უკვე გადატანილი გვქონდა სულ რაღაც 10წლის წინ?! მე ზუსტად ვიცოდი, რომ კიბო ვერ დამამარცხებდა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი პირიქით მომხდარიყო და მისი უძლურება ადამიანის წინაშე დამემტკიცებინა! 

დაიწყო დიდი ბრძოლა, პირველ რიგში კარგი ექიმი უნდა მეპოვა, ისეთივე ბრძოლის ჟინით სავსე, როგორც მე ვიყავი. ბევრი შეხვედრების და ძიების შემდეგ არჩევანი ბატონ ლადო წიქარიშვილზე შევაჩერე, რამ განაპირობა ეს? ბევრი ლაპარაკის გარეშე, შეხედა ტომოგრაფიის სურათს და თქვა - ,,მე ამ სიმსივნეს 95%-ით ამოვიღებ!".  დავიჯერე რომ ძალიან მაგარ ექიმს მივაგენი და ის იყო  ადამიანი, რომელიც მაქსიმუმს გააკეთებდა თავის საქმისას, არც შევმცდარვარ! მან იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ველოდი.

ოპერაციიდან 5 თვე გავიდა, რაც არ იყო მარტივი და ჩვეულებრივი 5 თვე. სიმსივნესთან ბრძოლა გრძელდებოდა რადიაციული დასხივებით და ქიმიოთერაპიით, რომელიც მთლიანად ცვლიდა დღეებს, საათებს და ყველაფერს ჩემ ორგანიზმში. განუწყვეტელი პრობლემები, პირღებინება, სისუსტე, კანკალი, უმადობა და კიდევ ბევრი უცნაური რამ, რომელიც მტანჯავდა და მაღიზიანებდა, მაგრამ მე მაინც ვიბრძოდი, ჩუმად ვიბრძოდი. ვიცოდი რასთან მქონდა საქმე და რომ კიდევ უარესის მოლოდინში უნდა ვყოფილიყავი თუ ამას ვერ გავუძლებდი,რომ შეიძლებოდა მეტი ადამიანი დამეტანჯა მერე. 

დღეს ბრძოლა დასასრულს უახლოვდება, დღეს სიმსივნე გაჩერდა და სიხარულით აივსო ყველა ექიმის და იმ ადამიანის გული, ვინც მგულშემატკივრობდა, მე ვამარცხებ მას და მინდა ეს ყველა სიმსივნიანისთვის იყოს მაგალითი ,,შენმა რწმენამ გადაგარჩინოს" დევიზით.

ირწმუნეთ თქვენი ძალის და შესაძლებლობის, ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის იბრძოლეთ და არა სიმივნისთვის, დაივიწყეთ სიმსივნის არსებობა თქვენში, კარგი მომავლისთვის იბრძოლეთ! მადლიერი ვარ ყველა ექიმის, ყველა ადამიანის, რომლებიც ყოველდღე ცდილობდნე ჩემ გამხნევებას,მე კიდევ ძალიან დიდხანს ვიქნები თქვენ გვერდით, კიდევ ბევრ ლამაზ, დღეს ვაჩუქებ ადამიანებს",-წერს, თამო არაბული.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵„ბოლო 10 წელში სიღარიბე გაუარესდა“ - NDI გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა

🔵ეს წმინდა ნინის ვაზის ჯვარია და 1700 წლისაა, გადმოცემით მას ორი ამბავი უკავშირდება - რა ისტორიას ყვება გოგა ჩანადირი

🔵"11 წელი მოიხადა, გამოვიდა და ახლა მოკლა" - რა ახალი დეტალები ირკვევა კახეთში მომხდარ მკვლელობაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741890044

საზოგადოება

ქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...

რომეო ბერიძე

1741888293

საზოგადოება

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...

სავაჭრო ბრუნვა

1741887911

საზოგადოება

ბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა

სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...

დეპუტატი

1741887745

სპორტი

ქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...

 კობა ქარუმიძე

1741887016

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო....

პრემიერ-მინისტრი