"სამი დღეა, თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და სოლიდარობის აქციის შემყურე, ისეთი ენერგია მომეცა, საკანში ადგილს ვერ ვპოულობ, ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ" - მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მის ფეისბუკგვერდზე მორიგ მიმართვას ავრცელებს. 

"ჩემო თავდადებულო გმირო მეგობრებო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით.

სამი დღეა, თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების განსაკუთრებით „საქართველო, საქართველო“ გამგონე (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა.

დიდება თავისუფლებას!",- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს. როგორც ადვოკატმა განმარტა, ტესტი საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც მე-18 დაწესებულების ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.

ამავე თემაზე:

"მესმის, რომ გაქვთ სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ, მაგრამ მისი სიკვდილი არავის უნდა აწყობდეს" - ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738317324

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა თბილისის ყინულის არენა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად, თბილისის ყინულის არენა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრ...

თბილისის ყინულის არენა

1738316052

მსოფლიო

„ჰამასი“ ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ სამხედრო მეთაურის გარდაცვალებას ადასტურებს

ალ-კასამის ბრიგადებმა, ჰამასის სამხედრო ფრთამ, დაადასტურა მათი მეთაურის მუჰამედ დეიფის და მისი მოადგილის მარვან ისას გარდაცვალება. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასული წლის აგვისტოში ისრაელის სამხე...

მეთაური

1738314200

საქართველო

პრემიერი: თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა, ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ

„თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავით...

ირაკლი კობახიძე

1738314078

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი, ანუ ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

„ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი, ანუ ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტე...

ირაკლი კობახიძე

1738313988

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვამტკიცებდით იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია - გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი

„რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირე...

ირაკლი კობახიძე