„მე თურქების მეშინოდა და ისევ ქართველმა გაწირა“ - სტამბოლში მოკლული ქართველის და

თურქეთში, სტამბოლის გარეუბანში რამდენიმე დღის წინ მოკლული ქართველი, 32 წლის გიორგი სიხარულიძე, სოფელ ნაბეღლავში დაკრძალეს. რა გახდა მკვლელობის მიზეზი უცნობია.

გარდაცვლილის ნახევარ და „პრაიმტაიმთან“ მკვლელობის დეტალების შესახებ საუბრობს.

„ურთიერთშელაპარაკება მეგობრის ბინაში მოხდა. გიორგი, ეკა მამფორია მაია ბარათაშვილი და ხვიჩა წიფურია მეუღლესთან ერთად იყვნენ ბინაში, რა დროსაც მოვიდა ზვიადი ბულია. ბულიას ხვიჩა წიფურიას მოკვლა უნდოდა, მიზეზი ჩვენთვის უცნობია. ხვიჩამ მოასწო გაქცევა და ხმაურზე გიორგი გამოვიდა, რომ ნახა დარბის დანით ბულია,გაქცევა სცადა ისეთი მშიშარა იყო.

ბულიამ იფიქრა, ხვიჩა გარბისო და უკნიდან დაარტყა დანა გიორგის. მან ფეხი გადადგა, მაინც სცადა გასვლა მაგრამ წაიქცა. იმ მაია ბარათაშვილმა რომ ნახა, უკან შეირბინა, სველი ტილოები ადეს გიორგის და ერთი არ დარეკეს სასწრაფოში.

ჩემი ძმის გერი დისშვილი ცხოვრობს თურქეთში ახლო ქალაქში ირაკლი და იმას დაურეკეს ექვსის ნახევარზე და ეს მოხდა პირველ საათზე, ჩემი ძმა სისხლისგან დაიცალა ამასობაში. ამ ხმაურზე გამოსულან ვიღაც თურქები და იმათ დარეკეს სასწრაფოში. ყველაფერი გარკვეულია ყველა წერილი ხმოვანი აქვს ირაკლის და არც დატოვებს იმათ გარეთ”,- ამბობს “პრაიმტაიმთან” გიორგი სიხარულიძის ნახევარდა ნათია ლემონჯავა.

“მე რუსეთში ვცხოვრობ 2016 წლამდე არ მქონდა მოქალაქეობა და სამწუხაროდ მანამდე მოწვევას ვერ გავუკეთებდი ჩემს ძმას, სულ მეშინოდა რომ თურქეთში იყო… უფრო თურქების მეშინოდა, მაგრამ ქართველების ხელიდან დაიღუპა. მოქალაქეობა რომ ავიღე სულ ვეუბნებოდი დაბრუნდი საქართველოში და აქეთ წამოგიყვან. სულ მეშინოდა… მე თურქების მეშინოდა და ისევ ქართველმა გაწირა. მეწვის გული ასე უყურადღებოდ რომ დაგვიღუპეს ბავშვი. მე გიორგის მამამ გამზარდა, დედა თბილისშია ქირით, როგორ გამწარდა დედა, ახალგაზრდა შვილი მოუკლეს და სხვის გამო, ის ხვიჩა წიფურიაც არ გამოდის კონტაქტზე რომ გვითხრას რა მოხდა და ასე დაგვეღუპა გიორგი”,- აღნიშნავს სიხარულიძის და.

32 წლის გიორგი სიხარულიძის მკვლელი, 45 წლის ზვიად ბულია დაკავებულია. ინფორმაცია „პრაიმტაიმს” მისმა ოჯახმა დაუდასტურა.იგი ზუგდიდის სოფელ ოდიშის მცხოვრებია და თურქეთში ცხრა წელია იმყოფება.

წყარო: „პრაიმტაიმი“

დღის სხვა ამბები:

🔵 „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობას მიიღებს

🔵 შრომის ინსპექცია: ტყიბულის მაღაროში პირველადი მოკვლევის შედეგად გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა

🔵 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული - ექიმი მამის მიერ დაჭრილ შვილზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი

1741602716

ახალი ამბები

საქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...

მზიანი ამინდი

1741601626

მსოფლიო

გერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა

კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...

„გერმანიის რკინიგზა

1741598279

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!

ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...

ააა