"მენატრება ზღურბლზე, რომ დგას კეთილი ღიმილით..." - ბელა ალანიას ემოციური პოსტი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"მოვიდოდა თოვლის ბაბუა, ბამბის წვერით, დიდი ხურჯინით და ხის ჯოხით.
ხურჯინში ედო პრიანიკი, ლიმონათი, კანფეტი, ჯანჯუხა, მანდარინი, თოჯინა და მანქანა ჩემი ძმისთვის.
როგორ ვკანკალებდი მის მოსვლამდე.
და როცა შემოაბიჯებდა, გული ისე მიცემდა, თითქოს არასოდეს მეჭამა კანფეტი.
იარა პაპამ ორი თუ სამი წელი ჩვენთან.
ერთხელაც, მუხლზე ჩამოვუჯექი და ბამბის წვერი ჩამოვუქაჩე.
ქუდიც შევურყიე.
შევხედე და მამაჩემი არ ყოფილა, ასე ნატრული თოვლის ბაბუა?!
ნამდვილი სადღაა - მეთქი, ძალიან გავბრაზდი, ალბათ, ოთხი - ხუთი წლის თუ ვიქნებოდი.
დედაჩემმა უცებ მოიფიქრა: ნამდვილი ავად გამხდარა და მამაშენს დაავალა ეს საქმეო.
ახლა იმაზე ავღრიალდი: ვაიმე, თოვლის ბაბუა ავად გამხდარა და რომ “მოკტეს”, რა გვეშველება ბავშვებს-მეთქი.
მამაჩემი მიუბრუნდა დედაჩემს, ეს რა მოიგონე, ბავშვი როგორ გაანერვიულე.
თოვლის ბაბუა ხვალ მოვა, დღეს ვერ მოასწროო.
მეორე დღესაც მოვიდა თოვლის ბაბუა.
ისევ მომიტანა თოჯინა.
რამდენიმე წლის მერე მითხრეს, ახალი თოვლის ბაბუა ჩვენი მეზობელი კოტე ბიძია ყოფილა.
მენატრება თოვლის ბაბუა, თავისი არსებობის ლამაზი ტყუილით.
ის ხელით შეკერილი ხურჯინიც მენატრება, ადრე ჯადოსნური, რომ მეგონა და ყველაფერი განსაკუთრებული - რაც შიგნით ეწყო.
და კიდევ, ის მოლოდინი მენატრება, რასაც მის მოსვლამდე განვიცდიდი.
მამაჩემიც მენატრება ზღურბლზე, რომ დგას უნიჭოდ მიმაგრებული წვერით და კეთილი ღიმილით…", – წერს ბელა ალანია.
სხვა სიახლეები:
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...
1740823630
ახალი ამბები„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...