მეუფე იაკობი: საქართველოში სიტუაციას ვერავინ აურევს - არახამიამ ომში მილიარდი იშოვა, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება

"ეკლესია და ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, ქვეყანა არიოს. ჩვენს პოლიტიკოსებს ავტორიტეტი არ შერჩათ, რომ ხალხი გაიყოლიონ", - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

"მსოფლიოში თითქმის ყველა სახელმწიფოში არეულობაა. ადამიანები გულგრილები გახდნენ. სხვისი ტკივილი უკვე აღარ სტკივათ.

რაც მსოფლიოში ხდება, არ იქნებოდა, ადამიანებს ერთმანეთის ტკივილის რომ გვესმოდეს და გვტკიოდეს.

რამდენი წელია კაცობრიობა ერთმანეთს ვანადგურებთ და მაინც ვერ ხვდებით თუ როგორ ვიცხოვროთ. ბევრი კარგიც ხდება, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პოლიტიკურმა ველმა ისეთი სიტუაცია შექმნა ქვეყანაში, თითქოს არაფერი ხდებოდეს.

თითქოს ვიღაცა მხსნელია და თუ მოვა ქვეყნის სათავეში გადაარჩენს საქართველოს.

ეს ყველაფერი ტყუილია.

კაცობრიობისთვის, საქართველოსთვის, თითოეული ჩვენგანისთვის მხსნელი არის ღმერთი. ჩვენთან ისეთი სიტუაცია შექმნეს პოლიტიკოსებმა, ხშირად უცხოეთიდანაც უბამენ მხარს, რომ ახალგაზრდა ქართველი გარბის საქართველოდან. უცხოეთის ეკონომიკას ვაძლიერებთ და მერე აღარ ვბრუნდებით. იმიტომ გარბიან, რომ უყურებენ შექმნილ ვითარებას.

ევროპას აქვს თავისი ფასეულობები და მას შემდეგ, რაც ევროკავშირს კომუნისტური ბლოკის ქვეყნები შეუერთდნენ, ვხედავთ საქართველოს მიმართ რა დამოკიდებულება გაჩნდა.

ის დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს , ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან.

ამიტომ რა უნდა ვიფიქრო? მათ მყარი ფესვები ჩარჩათ საბჭოთა კავშირში და, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან.

ამას მე ვიტყვი, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა თქვას სიმართლე.

თურმე, საქართველოში მთავარი ყოფილა 12 პუნქტის შესრულება.

როგორ უნდა შეასრულო 12 პუნქტი, როდესაც რამდენიმე საპარლამენტო პარტია ცალკე გაიქცა? როდესაც ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, რომ ყველაფერი პარლამენტში გადავწყვიტოთ, ქუჩაში უნდათ ისევ გადაწყვეტა, სადღაც ოფისებში.

დღეს, საქართველოში ვერავინ ვერ აურევს სიტუაციას. ეკლესია და ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას ქვეყანა არიოს.

ავტორიტეტი არ შერჩათ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ხალხი გაიყოლიონ.

ხალხი შეგროვდება, რომ დაინახავენ ერთი და იგივე სახეებს, გარბიან.

იმიტომ რომ არ ენდობიან. ხომ უნდა დაიმსახურო, რომ გენდონ.

ნუ უშლით ხელს განვითარებას.

ნუ უშლით ახალგაზრდობას ქვეყანაში დარჩენას.

შეიძლება პოლიტიკოსების სათამაშოები გახდნენ ახალგაზრდები?! ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მათ საქართველოში უნდა იმოღვაწეონ.

ნუ ვიქნებით ჩვენი პოლიტიკოსებივით, სირაქლემასავით რომ არიან.

სხვადასხვა ტელევიზიით ხან ევროპარლამენტარების ენით მელაპარაკებიან, ხან რომელიღაც უკრაინელივით. მილიარდელი გახდა კაცი, ყველა ამბობს არახამიაზე, ეს ჩემი მოგონილი არ არის.

ომში მილიარდი იშოვა.

თავიანთ ქვეყანას მიხედონ.

ჩვენ, ჩვენსას მივხედავთ.

რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა? გვარი არ აძლევს საშუალებას თუ რა?!

საქართველოსთვის რა გაუკეთებია კარგი? ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება. კიდე კარგი მსოფლიო ასე ეხმარება უკრაინას, თორემ ეგეთების (დავით არახამია) ხელში სად იქნებოდნენ.

ქვეყნის არევის საშუალებას არავის მივცემთ, ვინც არ უნდა იყოს.

არც ერთი პარტია არ ღირს იმად, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას.

ქართველებმა ერთად დაჯდომა უნდა ვისწავლოთ.

12 პუნქტი მოგვთხოვეს? ჩვენ მოვითხოვოთ 10 წლიანი ვადა იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებსაც ერთად დაჯდომა არ უნდათ.

მიეცით ჩვენს ერს უფლება, რომ ჰქონდეს მშვიდობა და თავისუფლება", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ღვთისმშობელი უნდა შემედარებინა რაღაცას…ვერაფერთან გავაიგივე, ორი კვირის შემდეგ მოვიფიქრე - ღვთისმშობელი ლამაზი იყო, როგორც თვითონ"

"პოლონეთში ქართველი ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს" - მედია 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743615549

სპორტი

ისტორიაში პირველად ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

 ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ზურაბ კინწურ...

ზურაბ კინწურაშვილი

1743613806

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უახლოეს კვირებში გადადგება

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება. ამის შესახებ ინფორ...

ილონ მასკის თქმით, ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა

1743611962

მსოფლიო

ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს

 იტალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს. ჯორჯია მელონის თქმით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა სავაჭრო ომი თავ...

ჯორჯია მელონი

1743611575

ახალი ამბები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

 საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. მომ...

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტ

1743608277

ახალი ამბები

გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვი...

გელა სამხარაული