მიხეილ სააკაშვილი: ახალი შეკრეჭილი ვარ, პარიკმახერი ჩემთან ერთ დღეში შემოუშვეს, ექიმებს კი, ხუთი კვირაა, არ უშვებენ - მე არ ვარ ვიღაც

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მის პროცესს დაესწრო, სადაც მან სიტყვის უფლებით ისარგებლა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, იგი ითხოვს, რომ მასთან პირადი ექიმი დაუშვან, რომელიც ნიუ-იორკიდან 5 კვირაა ჩამოსულია.

თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინ წინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი.

გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა.

ხუთი კვირაა, ნიუ იორკიდან ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე წერს ყოველდღე განცხადებებს, რომ შემოუშვან ჩემთან.

პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში.

  • ივანიშვილის ბრძანებით, უკვე ხუთი კვირაა, ჩემთან არ უშვებენ ექიმებს, ეს იმ პირობებში, როცა მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე;
  • მაქვს, სერიოზული პრობლემები, ცხოვრებაში პირველად, ჰიპერტონიასთან დაკავშირებული;

მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე, ბევრი სხვა პროცესები, მდგომარეობა ყოველდღე უარესდება… მე არ ვარ ვიღაც​.

ოთხი თვეა, ვიმყოფები პატიმრობაში. ველოდი თუ არა ამ სცენარს – ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა მნიშვნელოვანი.

ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით სამი დღის წინ.

უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს.

ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სასამართლოში სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პროცესი დატოვა.

სხვა სიახლეები:

🔵 სურსათის სააგენტომ თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

🔵 საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 30.16% - ია

🔵 ბიძინა კულუმბეგოვი: "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხვდება

🔵 "ჯანმრთელები უფრო აქტიურად იცრებიან და არა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741508138

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

 2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741506332

მსოფლიო

მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილ...

ილონ მასკი

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი