"მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა" - ეკა ხერხეულიძე

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა.
როგორც ხერხეულიძემ განმარტა, ექსპრეზიდენტმა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ ის ღელავს იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც მისი გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდნენ.
"ის წინააღმდეგი არაა, მაგრამ მას აქვს ერთ ტექნიკურ დეტალთან დაკავშირებული პირობა, რომლის გამოც მოითხოვა ნიკა გვარამიასთან და უკრაინის კონსულთან შეხვედრა.
გამოვა ნიკა გვარამია დეტალურად ის ისაუბრებს" - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გლდანის სამკურნალო დაწესებულებაშია შესული და იმყოფება მიხეილ სააკაშვილთან.
დღეს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
შეთავაზების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა ელენე ხოშტარიამ და ის რეაბილიტაციისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამავე თემაზე:
1741512927
სპორტიგიორგი მამარდაშვილი: ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ მთელ ჩემს ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ საუკეთესო ფორმაში მალე დავბრუნდე
„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ვალიადოლიდთან“ დაშვებული შეცდომის შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. როგორც ის წერს, ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო ფორმაში, რაც შეიძლება მალე დაბრუ...
1741510273
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: აშშ-ის მოკავშირეობიდან, დამოუკიდებელ გლობალურ მოთამაშემდე?! ანუ ევროპა ისტორიული არჩევანის წინაშე
„ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე პირობა დადეს, რომ მოხდება კონტინენტის გადაიარაღება, აღნიშნული შეხვედრის საჭიროება ტრამპის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ და განცხადებებმა გამოიწვ...
1741508138
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...
1741506332
მსოფლიომასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა
„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი მილიარდერი ილ...
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...