მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი ახლა არის კატასტროფულ სიტუაციაში, ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში იმისათვის, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს და საქართველოში არსებულ ვითარებაზე წერს.
"ივანიშვილი ახლა არის კატასტროფულ სიტუაციაში - ყველაზე მაღალი ფასების ზრდა საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მაღალი საბანკო კრედიტების გასტუმრების განაკვეთები, ყველაზე ინტენსიური გადინება სამუშაო ძალის, პრაქტიკულად წაგებული ბოლო სამი არჩევნები ე.ი. სრული დელეგიტიმიზაცია.
მინიმუმამდე შემცირებული მხარდამჭერთა ბაზარი და როგორც არასდროს ერთიანი ოპოზიცია. ასევე, რაც უმნიშვნელოვანესია რეჟიმის ყველაზე დიდი საერთაშორისო იზოლაცია და უფრო მძაფრი კრიტიკა, ვიდრე ნებისმიერ პერიოდში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
რას შვება ივანიშვილი? - აძლიერებს დამსჯელ რაზმებს, ახალისებს კრიმინალს და ცდილობს პატარ-პატარა თემების შემოგდებით ორი მთავარი თემისგან ყურადღების გადატანას:
რიგგარეშე არჩევნებისგან და ჩემი გათავისუფლებისგან.
იგივე რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემ შემთხვევაში - საავადმყოფოში გადაყვანის. ასევე იქირავა „ექსპერტები“, რომელთა მთავარი თემაა, რომ თურმე სააკაშვილის თემა ხელს უშლის ოპოზიციის ძირითად პროგრამას.
ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა.
ამ ყველაფრით მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციის და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურავად.
რით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ? - პირველ რიგში, არ უნდა წამოვეგოთ მთავარი მიმართულებიდან გადაყვანას.
მეორე, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ხალხს რაზე ვთანხმდებით.
ჩემი აზრით, ეს არის დეცენტრალიზაცია ე.ი. ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და მეორეს მხრივ თავისუფლება - არჩევანის, სასამართლოს, პროკურატურის, მედიის და თავისუფლება ძალადობისგან.
ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით - არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.
ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში იმისათვის, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს.
საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა.
ძალა ერთობაშია!“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც თავად სააკაშვილი არ ესწრება, როგორც სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება. დღეს სასამართლო, მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.
სხვა სიახლეები:
🔲 ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს - მიხეილ სააკაშვილი
1734962061
ახალი ამბებისალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდადებული შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა დღეს 9 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მათგან, 5 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის...
1734959930
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8082 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1734959026
ახალი ამბებივარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ახალ დეტალებს ავრცელებს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენ...
1734955893
ახალი ამბებითბილისში 25 წლის კაცი მოკლეს - დაჭრილია მოკლულის მამა
„რუსთავი2“-ის ცნობით, თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე 25 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ცნობით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - მოკლულის მამა. ამავე ცნობით, სავარაუდო ბრალდ...
1734948383
საზოგადოებაცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა. ...