"მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, მირჩევნია საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო" - ნიკა მელია

"ფიცს ვდებ თქვენ წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, რადგან მე უკვე ვგრძნობ, რომ შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი, მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საკანში ვიჯდე, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბრძოლა გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე.
"იბადება შეკითხვა, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე. როგორც ღირსეული საქართველოს მოქალაქის, რომელიც არის გამოკეტილი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში უკანონოდ.
გვინდა, რომ მისი გათავისუფლების აქტი მალე მოხდეს, ვიდრე დროში გაწელილი, მაგრამ მერწმუნეთ, მე პირადად მეგობრებთან ერთად, სხვა უფრო უპირატესი ამოცანა ამ ვითარებაში არ მაქვს. ვალდებული ვარ, ბევრი რაღაც სხვადასხვაგვარად განვსაზღვრო. უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს თქვენთან ერთად. ძალიან გთხოვთ, დაიჯეროთ, მთავარი ამოცანა ვიდრე მიღწეული არ იქნება, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს მოსვენებას არ მივცემთ.
რუსთავის ციხესთან დაიწყება დღეს აქცია და არ დასრულდება, ვიდრე მთავარ მიზანს არ მივაღწევთ. პირველ რიგში მოკლე ვადაში ჩვენ უნდა მოვახერხოთ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მოვახერხოთ მისი გადაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის არჩევნების შედეგებს, აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 "გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე" - რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება
🔵 ნიკა მელია დღეიდან აქციების დაწყებას აანონსებს
🔵 "წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს" - მიხეილ სააკაშვილის გზავნილი საზოგადოებას
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...
1741185632
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...
1741182783
სპორტითბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...
1741181949
სპორტიარნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...