მთავრობა ამბობს, რომ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამას იწყებს

ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა იგეგმება 2022 წელს, იმისთვის, რომ  რეალურად შევძლოთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისება და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმება,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პრეზენტაციას მომავალ კვირას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

“დასაქმება არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე და ამაზე ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს აქცენტი კაბინეტის წევრებთან, ამაზე ვსაუბრობდით, მათ შორის, თქვენ იცით, რომ საზოგადოებასთან გვქონდა კომუნიკაცია 2021 წლის ბოლოს, როდესაც ვსაუბრობდით ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელებაზე ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ათეულობით ათას დამატებით ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით. ეს იქნება შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ  მათ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ და დამატებითი შემოსავლები მიიღონ.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იყო საზოგადოებაში ამ პროგრამის დეტალებზე მოლოდინი, მათ შორის, მედიაში, თქვენგანაც ხშირად იყო ამაზე კითხვები. რამდენადაც ამის პრეზენტაციას გააკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მომავალ კვირას, შესაბამისად, დღეს ჩვენ დეტალებზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ პროგრამა უკვე დასრულებულია, შემუშავებულია და დაზუსტებულია ის დეტალები და პარამეტრები, რომლებიც რამდენიმე ხნის განმავლობაში შეჯერდა სხვადასხვა სამინისტროსთან.

ასევე, სხვადასხვა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მეშვეობით თავი მოვუყარეთ პოტენციურად იმ სამუშაოებს, რომლებიც არის განსახორციელებელი ამ პროგრამის ფარგლებში. ეს ბაზებიც უკვე თავმოყრილია. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში სამუშაო ჯგუფმა გასწია მუშაობა და საზოგადოებას უკვე მომავალ კვირას ექნება სრული ინფორმაცია პროგრამის დეტალებზე. ეს იქნება ერთ-ერთი ბიძგი, მაგრამ არა ერთადერთი, დასაქმების სტიმულირების. დანარჩენი სხვა ინიციატივების შესახებაც პერიოდულად საზოგადოებას მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც ეკონომიკის არა მხოლოდ აღდგენის ამ მიმართულებებს გულისხმობს, არამედ ტემპების დაჩქარებას და ახალი ინოვაციური სექტორების წახალისებას, რომელიც მოსახლეობის დასაქმებას ხელს შეუწყობს”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

დღის სხვა ამბები:

🔵 ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის მერიაში

🔵 გორში მამამ შვილი დაჭრა

🔵 ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული ადამიანების რაოდენობა - ბიძინა კულუმბეგოვი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741629661

მსოფლიო

ილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა

სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...

ილონ მასკი

1741626192

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...

მამუკა მდინარაძე

1741626151

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...

 მამუკა მდინარაძე

1741626100

საზოგადოება

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...

მამუკა მდინარაძე

1741625030

სპორტი

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...

სპორტსმენი