"ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შემოვა იუსტიციის სამინისტროდან დაუყოვნებლივ განიხილება" - თამარ გაბუნია ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებაზე

კითხვაზე: შეხვდებიან თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კონსილიუმის წევრებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელებენ?? - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მათი უწყებისთვის მიმართვის შემთხვევაში, საკითხი დაუყოვნებლივ განიხილება და ჯანდაცვის სამინისტროს სათანადო რეაგირება ექნება.
"მოთხოვნაზე, რომელიც პენიტენციური სამსახურიდან და იუსტიციის სამინისტროდან მოვა ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბუნებრივია, გვაქვს მზაობა. ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შემოვა იუსტიციის სამინისტროდან, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ განიხილება და ჯანდაცვის სამინისტრო სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მანამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა:
"მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, შეხვდეს კონსილიუმს და გადაწყვიტონ, გადაგვყავს საქალაქო საავადმყოფოში, თუ არა".
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და იგი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს. გაერთიანებული ოპოზიცია კი 6 ნოემბრიდან პერმანენტულ აქციებს მართავს მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 "მშვიდობიანი პროტესტი დედაქალაქში მუდმივად გაგრძელდება" - ხატია დეკანოიძე
🔲 "ბიზნესს კლასს აგიღებთ ქალაქის ცენტრში და გადადით რა მოსკოვში" - ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთი დოლიძეს მიმართავს
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...